Home
ქართული | English
ივნისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მევენახეობის ტრენინგები “ღვინის კლუბის” წევრი, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მონაწილე და სხვა მარნებისთვის

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საერთაშორისო კონსულტანტი ხულიო პრიეტო დიასი ჩაატარებს თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში, 16-17 მაისს კი აღმოსავლეთ საქართველოში. ხულიო პრიეტო დიასი მევენახე-ინჟინერია, რომელსაც ვენახის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ესპანეთში და მის საზღვრებს გარეთ. მის შესახებ მოკლე ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-პორტალებიდან: https://julioprieto.es  / https://www.youtube.com/@julioprieto

ტრენინგებზე “ღვინის კლუბის” წევრ და „ახალი ღვინის ფესტივალის“ მონაწილე მარნებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იწვევს. ტრენინგის დეტალები: 

დასავლეთ საქართველო: 

  • ტრენინგის ჩატარების თარიღი: ორშაბათი - სამშაბათი, 13 - 14 მაისი, 2024

  • დრო: ორშაბათი - 10:45 -17:00 საათი; სამშაბათი - 09:45 -17:00 საათი 

  • ადგილმდებარეობა:  ვარციხე - ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი

  • ტრენინგის დროს განხილული თემები: მავნებლების და დაავადებები და მათი ინტეგრირებული მართვა; მეტეო სადგურების გამოყენება, პესტიციდები და სწორი მეთოდის დადგენა დაავადებების და მავნებლების მართვისთვის; ორგანული და რეგენერაციული პრაქტიკები მევენახეობაში; საფარი კულტურების გამოყენება და მათი მართვა; ვენახში საკვები ელემენტების შეტანა, კვების სისტემა; ვაზის მწვანე ოპერაციები; 

  • პრაქტიკული ნაწილი:  საწამლი დანადგარის კალიბრაცია, მავნებლების და დაავადებების  იდენთიფიკაცია, მონიტორინგი ვენახში;  ვაზის მწვანე ოპერაციები 

აღმოსავლეთ საქართველო: 

  • ტრენინგის ჩატარების თარიღი: ხუთშაბათი - პარასკევი, 16 - 17 მაისი, 2024

  • დრო: 09:45 -17:00 საათი 

  • ადგილმდებარეობა: საგურამო, CRUSH 525

  • ტრენინგის დროს განხილული თემები: მავნებლების და დაავადებები და მათი ინტეგრირებული მართვა; მეტეო სადგურების გამოყენება, პესტიციდები და სწორი მეთოდის დადგენა დაავადებების და მავნებლების მართვისთვის; ორგანული და რეგენერაციული პრაქტიკები მევენახეობაში; საფარი კულტურების გამოყენება და მათი მართვა; ვენახში საკვები ელემენტების შეტანა, კვების სისტემა; ვაზის მწვანე ოპერაციები 

  • პრაქტიკული ნაწილი:  საწამლი დანადგარის კალიბრაცია, მავნებლების და დაავადებების  იდენთიფიკაცია, მონიტორინგი ვენახში; ვაზის მწვანე ოპერაციები 

  • ტრენინგზე დასწრებისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, არაუგვიანეს, სამშაბათი, 7 მაისისა:

https://forms.office.com/e/MrxDNddJ3j

ტრენინგი ჩატარდება ესპანურ ენაზე, ქართული თარგმანით. ტრენინგზე დასწრება უფასოა, თუმცა მონაწილე თავად ფარავს ტრანსპორტირების და საჭიროებისამებრ ადგილზე დარჩენის ხარჯებს. 

ტრენინგების დღისწესრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: საგურამო და ვარციხე

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული