Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუდი ქუჩების დასუფთავების საფასურად

ამსტერდამის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი ისეთი პროექტი განახორციელა, რომელიც ბევრ ევროპულ სახელმწიფოში შოკის მომგვრელი იქნებოდა: უმუშევარ ალკოჰოლიკებს ქუჩების დასუფთავების საფასურად ლუდს ურიგებენ, ანაზღაურების ხარჯებს კი თავად ხელისუფლება და საქველმოქმედო ორგანიზაციები ფარავენ. 

მოხალისე დამლაგებლები 10-კაციან ჯგუფებად ერთიანდებიან და დედაქალაქის ერთ-ერთ პარკს და მის ახლომდებარე ქუჩებს ასუფთავებენ. მათი სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება და დაახლოებით ოთხი საათისთვის სრულდება. თითო ჯგუფი კვირაში სამ დღეს მუშაობს და გაწეული შრომის საფასურად ერთ ადამიანს დღეში 10 ევროს, სიგარეტს და 5 ქილა ლუდს აძლევენ. ორ ქილას ისინი საქმის დაწყებამდე სვამენ, ორს – სადილზე,  ბოლო ქილას კი სამუშაოს დასრულების შემდეგ მიირთმევენ.

პროექტ Rainbow Foundation-ის ხელმძღვანელის, ჯერი ჰოლერმანის თქმით, “ადრე ალკოჰოლიკები ამსტერდამის ქუჩებში სვამდნენ, დაბორიალობდნენ, გამვლელებს აწუხებდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ისინი რაიმეთი დაგვესაქმებინა, რომ საზოგადოებას სირთულეები აღარ შეუქმნან.”

თავად დაქირავებულები კი ასე აფასებენ საკუთარ საქმიანობას: “ყველას სახელით ვამბობ, ლუდს რომ არ გვირიგებდნენ, აქ სამუშაოდ არავინ მოვიდოდით. ჩვენ ალკოჰოლი გვჭირდება. ეს არის ქრონიკული ალკოჰოლიკების უმთავრესი ნაკლი.”

მართალია, ამ ადამიანთა ერთი ნაწილი კმაყოფილია, რომ საქმე გამოუჩნდათ, მაგრამ მეორენი ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ერთ-ერთმა ისიც კი განაცხადა, რომ იმ დღეებში, როცა ისინი არ მუშაობენ, ცხოვრების ძველ წესს უბრუნდებიან – კვლავ უზომოდ სვამენ და ყალთაბანდობენ.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული