Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კონიაკი 34 ათას დოლარად

სახელგანთქმული კონიაკის - Louis XIII Black Pearl Magnum უკანასკნელი ბოთლი ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტის duty free მაღაზიაში რეკორდულ თანხად – 34 000 დოლარად გაიყიდა. ამ ძვირფასი სასმელის ახალი პატრონი ჩინელი ცოლ-ქმარი გახდა. კონიაკი Louis XIII Black Pearl Magnum კონიაკის სახლ Remy Martin–ისა და ბროლის მწარმოებელი ფირმა Baccarat–ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. Baccarat–ის ოსტატებმა სპეციალურად ამ სასმელისთვის შექმნეს ბროლის გრაფინი, რომელსაც ,,შავი მარგალიტი” უწოდეს. კონიაკი Louis XIII Black Pearl Magnum ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და იშვიათ სასმელად ითვლება. მის კუპაჟში დაახლოებით 1200 სახეობის სპირტი შედის, რომელთაგან ზოგიერთის ასაკი 100 წელსაც კი აჭარბებს.

დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კონიაკად მიჩნეულია Henri IV Dudognon, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშიცაა შესული. ამ 41 გრადუსი სიმაგრისა და 100 წლის დაძველების კონიაკის ერთი ბოთლი დაახლოებით 2 მილიონი დოლარი ღირს. ძალზე ძვირად ფასობს აგრეთვე Hennessy Beaute de Siecle, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით, სულ 100 ბოთლი ჩამოისხა და მისი ერთი ბოთლის ფასი 155 ათას დოლარს აღწევს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული