ძალიან მალე იალტაში ორიგინალური დაწესებულება – ღვინის თეატრი გაიხსნება. ღვინის თეატრი ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ძველ შენობაში იქნება განთავსებული. შენობას გააჩნია საკუთარი კინოდარბაზი, სადაც ნაჩვენები იქნება ფილმები ღვინისა და მეღვინეობის შესახებ. ღვინის თეატრის ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ყირიმული ღვინო, მოისმინონ გადმოცემები და თქმულებები მათ შესახებ და ეს ყველაფერი თეატრის ბუფეტის მენიუში წარმოდგენილი მსუბუქი საუზმეულის თანხლებით მოხდება.
ღვინის თეატრში ღვინის მუზეუმიც იფუნქციონირებს, სადაც ღვინის წარმოებასა და ვაზის მოვლასთან დაკავშირებული საგნების 800-ზე მეტი ექსპონატი: ბუტები, დოქები, სასმისები, ყირიმელ მხატვართა თემატური ნამუშევრები და ა.შ. იქნება წარმოდგენილი. როგორც თეატრის მესვეურებმა აღნიშნეს, დაწესებულება მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და უმასპინძლებს სტუმრებს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი