Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გლეხები დავალიანების დაფარვას მოითხოვენ

ათობით გლეხი შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობისგან" 2008 წლის შემოდგომაზე ჩაბარებული საბრენდე ჯიშის ყურძნის ფულის გადახდას ითხოვს - ამის შესახებ რადიო ჰერეთს კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.

გლეხების თქმით, ხელშეკრულების თანახმად, საწარმოს მიღებული ყურძნის დავალიანება 2008 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა გაესტუმრებინა, მაგრამ გლეხებს კუთვნილი თანხები ამ დრომდე არ მიუღიათ. "თითქმის ყოველდღე ყვარელში დავდივართ, სადაც ამ კომპანიამ ყურძენი მიიღო, მაგრამ პასუხს არავინ გვცემს. რაც თანხა გვაქვს მისაღები, ნახევარი უკვე გზის ხარჯებში დავხარჯეთ", - აღნიშნეს გლეხებმა, რომლებმაც დახმარებისათვის "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისს მიმართეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის" დავალიანების დაუყოვნებლივ გადახდის და მატერიალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით, ორგანიზაციის იურისტები, სასამართლოს, სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართავენ.
 
შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობის" ფინანსური მენეჯერის ალეკო დადიანის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლები ყვარელში არაერთხელ ჩავიდნენ, თუმცა გლეხებთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.

რადიო „ჰერეთი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული