ათობით გლეხი შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობისგან" 2008 წლის შემოდგომაზე ჩაბარებული საბრენდე ჯიშის ყურძნის ფულის გადახდას ითხოვს - ამის შესახებ რადიო ჰერეთს კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
გლეხების თქმით, ხელშეკრულების თანახმად, საწარმოს მიღებული ყურძნის დავალიანება 2008 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა გაესტუმრებინა, მაგრამ გლეხებს კუთვნილი თანხები ამ დრომდე არ მიუღიათ. "თითქმის ყოველდღე ყვარელში დავდივართ, სადაც ამ კომპანიამ ყურძენი მიიღო, მაგრამ პასუხს არავინ გვცემს. რაც თანხა გვაქვს მისაღები, ნახევარი უკვე გზის ხარჯებში დავხარჯეთ", - აღნიშნეს გლეხებმა, რომლებმაც დახმარებისათვის "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისს მიმართეს.
რადიო „ჰერეთი“