Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას კახეთში ჩაატარებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 7-9 სექტემბერს ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია პირველად საქართველოში, კახეთის რეგიონში ჩატარდება. ღონისძიება ინიციარებულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO), საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის (WTM) მიერ. 

„ღვინის ტურიზმი მზარდ სეგმენტს წარმოადგენს, მოთხოვნის დივერსიფიკაციის უზარმაზარი შესაძლებლობებით. საქართველო ის შემთხვევაა როდესაც ეს პოტენციალი კარგად ცნობილია და მოხარულები ვართ, ჩავატაროთ UNWTO-ს ღვინის ტურიზმის პირველი კონფერენცია ამ ქვეყანაში.“ - განაცხადა ტალებ რაფაიმ - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

„საქართველოს ღვინის წარმოების უნიკალური ტრადიციები 8 000 წლის წინ იღებს სათავეს და UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ეს იდეალურ საფუძველს ქმნის ღვინის ტურიზმის კონფერენციისათვის. გარდა ამისა, ქვეყნის ბოლოდროინდელი წარმატება ტურისტების მზარდი რაოდენობების მოზიდვის, ტურისტული პროდუქტების განვითარების, ბრენდინგისა და მარკეტინგის  თვალსაზრისით, საუკეთესო პრაქტიკების, გამოცდილებებისა და ცოდნის გაზიარების შესანიშნავ პლატფორმას შექმნის“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩოგოვაძე მიიჩნევს, რომ „ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ასევე საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.“

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ოფიციალურ ვებგვერდზე მოკლედ მიმოხილულია საქართველოს მეღვინეობის გამოცდილება, რომელიც ნეოლოთის ხანიდან იღებს სათავეს და უწყვეტი ტრადიციის სახით გრძელდება ათასობით მცირე, მათ შორის, სამონასტრო მეღვინეობების მიერ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქვევრის მეთოდსა და ქართული ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებაზე. ცალკე აღნიშნვას იმსახურებს ის ფაქტი, რომ 500 უნიკალური ჯიშიდან, დაახლოებით, 40 ღვინის თანამედროვე ინდუსტრიაში გამოიყენება. კახეთს, როგორც საქართველოს მეღვინეობის ძირითად რეგიონს კი UNWTO „აუცილებლად მოსანახულებელ“ ადგილთა რიცხვში ასახელებს.

საქართველოსთვის უდიდესი პატივია UNWTO-ს ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა. ეს იქნება ადგილობრივი ტურიზმის საეტაპო მოვლენა და საქართველოში ენოტურიზმის განვითარების ახალი პერიოდის დასაწყისი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული