Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგულ რესტორნებში კვლავ ოჯახურ კერძებს დაამზადებენ

2010 წელს იუნესკომ ფრანგული სამზარეულო მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალში შეიტანა. თუმცა დღეისათვის ფრანგული რესტორნები სხვა ქვეყნის რესტორნებისაგან მკვეთრად განსხვავდება. უფრო და უფრო მეტი მზარეული იმარტივებს საქმეს და საჭმელს შეკვეთის მიღების შემდეგ კი არ ამზადებს, არამედ უკვე გამზადებულს მიკროტალღურ ღუმელში აცხელებს. სწორედ ამიტომაა, რომ მენიუში მომზადების წესსაც კი აღარ უთითებენ. ძვირფას რესტორნებშიც კი სტუმარს გაყინული და შემდეგ შემთბარი bœuf bourguignon-ით უმასპინძლდებიან. ექსპერტთა მონაცემებით, საფრანგეთის კაფეებისა და რესტორნების მხოლოდ 31% იყენებს ცოცხალ პროდუქტს. იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ ფრანგული სამზარეულოს გადაგვარება, ხელისუფლება ახალი კანონის შემოღებას გეგმავს, რომლითაც მკაცრად განისაზღვრება მენიუს შედგენის წესი. თუკი ფრანგები ამ კანონს მიიღებენ, ძალიან ბევრ რესტორანში ვეღარ შეხვდებით ტერმინს “ოჯახური კერძი” (საოჯახო სამზარეულო), ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრი გახდება - მათი, ვინც ყველა წესის დაცვით მოამზადებს კერძებს. 

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.