Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დღეს, გიწვევთ "ქართული ღვინის გზამკვლევი 2016"–ის პრეზენტაციაზე

დღეს, 30 სექტემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (გუდიაშვილის 7), "საქართველოს ღვინის კლუბი" გიწვევთ მალხაზ ხარბედიას წიგნის, „ქართული ღვინის გზამკვლევი 2016“–ის პრეზენტაციაზე. წიგნის წარდგენა „ქართული ღვინის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდება და იგი 19:00–ზე დაიწყება.

ეს ორენოვანი (ქართული და ინგლისური) გამოცემა 2012 წლიდან მოყოლებული უკვე მეოთხედ გამოვიდა და იგი ერთად–ერთი რეგულარული სპეციალური გამოცემაა ამ სფეროში. მასში ფართოდაა მიმოხილული საქართველოს ღვინის რეგიონები, ისტორია, ჯიშები, ადგილწარმოშობის დასახელებები, ღვინის საუკეთესო ტურისტული კერები, მოსავლის წლის მიმოხილვა, ღვინის სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენების ქრონიკა, სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი ღვინოების ჩამონათვალი და სხვ. აქ ასევე შეხვდებით 150–მდე სხვადასხვა ქართული ღვინის დახასიათებას. წიგნს მოყვება გასაშლელი რუკა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ღვინის კერაა დატანილი.

პრეზენტაციაზე გავსინჯავთ ღვინოებსაც, იქნება გემრიელი ხემსიც. პრეზენტაციაზე შეძენილ 2 წიგნს, საჩუქრად მოჰყვება ღვინის კლუბის მაისური ან სადეგუსტაციო ჭიქა წარწერით (სურვილისამებრ). სამი წიგნის შეძენის შემთხვევაში ჭიქას (ან მაისურს) დაემატება ქართული ღვინის გზამკვლევი 2014–ც. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართება კონკურსი–გათამაშება. დაისმება 10 კითხვა და შესაბამისად გათამაშდება 10 კომპლექტი: ქართული ღვინის გზამკვლევი 2016, ღვინის კლუბის სადეგუსტაციო ჭიქა ჩანთით და ღვინის კლუბის მაისური.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.