Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტაილანდური კრემ-სუპი

საჭირო მასალა: 250 გ ქოქოსის რძე, 7 გ გახეხილი ჯანჯაფილი, 20 გ წვრილად დაჭრილი ბარამბოს ფოთლები, 1-1,5 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი, 500 მლ ქათმის ბულიონი, 25 გ ლიმონის წვენი, 50 გ ახალი ქამა სოკო, 100 გ ქამის მკერდის ხორცი, 1 ცალი ცხარე წითელი წიწაკა, ცოტა პრასი, 2 ს.კ. კარაქი, პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ქათმის მკერდს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და 1 ს.კ. კარაქში მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან შევწვათ, შემდეგ კი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. სოკო დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. ქოქოსის რძე ავადუღოთ, დავუმატოთ ბარამბო და ჯანჯაფილი. დავასხათ ქათმის ბულიონი, ლიმონის წვენი და 20 წუთი ვადუღოთ. სიმინდის სახამებელი გავხსნათ 1 ყავის ჭიქა წყალში და დავუმატოთ ქოქოსის რძეს. სუპში ჩავაწყოთ ქათმის ნაჭრები და 5 წუთი ვხარშოთ. ბოლოს დავუმატოთ მოშუშული სოკო, მსხვილად დაჭრილი წიწაკა, პრასი, მარილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.