Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Cascina Adelaide, Barolo DOCG, 4 Vigne, 2005

როგოც წესი, ეს ბაროლოც 100% ნებიოლოსგანაა დამზადებული და ოთხ სოფელშია მოკრეფილი: Barolo, Novello, Castiglion Falletto, და La Morra. მოყვანილია Guyot სისტემის ვენახებში სადაც მკაცრად კონტროლდება ჰექტარზე ვაზების (5,000), რქების და მოსავლის რაოდენობა. ფერმენტაცია დაბალ ტემპერატურაზე (28C) ხდება და დაძველება 2 წელი მუხის კასრებში. როგორც იცით, ნებიოლო მაღალ-ტანინიანი ყურძენია და ამიტომ მისგან დაყენებული ღვინოების, და განსაკუთრებით კი ბაროლოს დაძველება აუცილებელიც კია. 2005 წლის სხვა ბევრ ღვინოს ალბათ ასაკი დაეტყობოდა ფერზეც და გემოზეც. ეს ჯერ კიდევ ცოცხლად გამოიყურებოდა და ალბათ თავის პიკისთვის ჯერ არც მიუღწევია. ფერზე მუქი წითელია. გამოირჩევა მძაფრი არომატულობით და ალუბლის, კენკროვნების, კვამლის და მინერალური ტონებით. ინტენსიურია და ფინიშიც საკმაოდ გრძელია.

© Naotreli

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული