Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძროხის ხორცის ჯიბეები

საჭირო მასალა: 2 ცალი ყვითელი ტკბილი წიწაკა, 2 მსხვილი ღერი მწვანე ხახვი, 2 ს.კ. დანაყილი მწვანე წიწაკა, 2 ნაჭერი ძროხის ხორცი (თითო 300-გრამიანი), 4 ს.კ. საშუალო სიცხარის მდოგვი, 1 ს.კ. ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და გრილზე შევწვათ. 10 წუთი დავდოთ, რომ გაგრილდეს, ამასობაში  მწვანე ხახვი თხლად დავჭრათ და მწვანე წიწაკა ავურიოთ. შემწვარ წიწაკებს ფრთხილად მოვაშოროთ კანი, დავჭრათ და ხახვსა და წიწაკას დავუმატოთ. ხორცის ნაჭრები სიბრტყეზე გავჭრათ თხელ ფენებად, მსუბუქად დავბეგვოთ, წავუსვათ მდოგვი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. წიწაკისა და ხახვის მასა ხორცის ფენებზე გადავანაწილოთ, გადავკეცოთ და ხის ჩხირებით შევკრათ. შემდეგ კი გრილზე შევწვათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული