Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცხარე ლუდი

ორეგონული კომპანია Rogue Ales-ის მელუდეებმა სრულიად ახლებური ლუდი მოხარშეს. მათ პორტერს - Sriracha Hot Stout Beer - სრირაჩას ცხარე სოუსი აქვს დამატებული. სრირაჩა ტაილანდში, ვიეტნამსა და სხვა აზიურ ქვეყნებში გავრცელებული სოუსია, რომელის ძირითადი ინგრედიენტი ტაილანდური წიწაკა ჩილია. კომპანია Rogue Ales-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ჩილიანი ლუდი ბევრისთვის უცნაური სასმელია. თუმცა გასულ წელს მათ ეს ლუდი ამერიკულ ბარებში საცდელად შეიტანეს და ძალიან მალე ჰიტადაც იქცა. “ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს. შეიძლება, თქვენ მიირთვათ სანელებლებით შეზავებული კერძი და მოტკბო გემო დაგრჩეთ ან მიირთვათ სრირაჩას სოუსიანი ლუდი და პირი სულაც არ დაგეთუთქოთ,” – განმრტავს კომპანიის ხელმძღვანელი მაიკლ ჰიგენსი. ცხარე პორტერის შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ პორტლენდის პაბებში ან კომპანიის საიტზე შეგიძლიათ. ერთი ბოთლი ცხარე ლუდი სულ რაღაც 13 დოლარი დაგიჯდებათ.   

© ღვინის კლუბი /Weekend



არიქა ჭყონიამ არ წაიკითხოს ეს, თორემ აჯიკიან ლუდს გამოუშვებს ეგრევე...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.