Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ყურძენი შესაძლოა უკრაინასა და აზერბაიჯანში გაიგზავნოს

წელს პირველად ქართული ყურძენი ექსპორტზე შესაძლოა უკრაინასა და აზერბაიჯანში გაიგზავნოს. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა აღნიშნა. მისი თქმით, ამჟამად აზერბაიჯანთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბაკურ კვეზერელი გურჯაანში გახსნილ რთველი–2008–ის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს და როგორც თავად აცხადებს კახეთში რთველი პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. მისი თქმით, რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შედის, ვენახების დიდ ნაწილში ყურძნის კრეფა უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში რთველში მთელი კახეთი ჩაერთვება.

რაც შეეხება რაჭას, მინისტრის განცხადებით, იქ რთველი შედარებით გვიან, თვის ბოლოს დაიწყება. წლევანდელ რთველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 130 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ვარაუდობს. 
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ რთველზე სახელმწიფომ 21 მილიონი ლარის სუბსიდია გამოყო. ამ თანხიდან 8,5 მილიონს გლეხები მიიღებენ, დანარჩენი კი ღვინის კომპანიებზე იაფი კრედიტის სახით გაიცემა.

რადიო `კომერსანტი`

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული