Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცვლილებები კანონში: სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გრანტების გაცემის უფლება მიენიჭა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები საქართველოს კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, საქართველოს კანონში მეწარმეთა შესახებ და საქართველოს კანონში გრანტების შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, დაწესდა არაწევრებისგან წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვასთან და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული შეზღუდვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არაწევრებისგან მიღებული პროდუქციის / მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს კოოპერატივის წლიური სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო ბრუნვის 30 %-ს. 

განისაზღვრა დივიდენდისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სარეზერვო ფონდში არსებული თანხის განკარგვის წესებიც. კანონის ახალი რედაქციით, მეპაიეთა რეესტრის სავალდებულო წარმოების წესი დადგინდება სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 

კანონში გამოყენებულ ტერმინებს დაემატა „დამატებითი საპაიო შენატანი“ და „კოოპერაციული შემოსავალი“.

რაც შეეხება, საქართველოს კანონში გრანტების შესახებ - შესულ ცვლილებებს, სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიენიჭა გრანტების გაცემის უფლება. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ცვლილებები კანონში ემსახურება საქართველოში კოოპერატივების მოდელის სრულყოფასა და კოოპერატივებსა და მეპაიეებს შორის საწარმოო ურთიერთობების რეგულირებას. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული