Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანული ღვინის წარმოება იზრდება

დიდ ბრიტანეთში შარშან რეკორდული რაოდენობის ღვინო ჩამოისხა. ინგლისელ მეღვინეთა კონსორციუმის მონაცემებით, ქვეყანამ 30 346 ჰექტოლიტრი ღვინო აწარმოა, რაც ერთეულებში რაოდენობრივად 4 მილიონ ბოთლზე მეტია. შედარებისთვის – 2009 წელს ბრიტანეთში 3,5 მილიონი, 2008-ში კი – 3,14 მილიონი ბოთლი ღვინო ჩამოისხა.

წარმოების ამგვარი ზრდა ბრიტანელ ფერმერთა მეღვინოების სფეროთი მზარდი დაინტერსებით აიხსნება. The Telegraph-ის მონაცემებით, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ფერმერი ერთვება მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაში – უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ვენახების ფართობი 75%-ით გაიზარდა და 3270 აკრი (1323 ჰექტარი) შეადგინა. ზოგიერთი გამოცემა კი უფრო დიდ ციფრებსაც ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში წარმოებული ღვინის დაახლოებით 50% ცქრიალაა.

ახალი ვენახების გაშენებაში დიდი წვლილი მიუძღვის ორ წამყვან ბრიტანულ მარანს – Chapel Down-სა და Nyetimber-ს. სუპერმარკეტების ქსელი Waitrose უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ღვინის ბაზრის მსხვილ მოთამაშეთა რიგებში აღმოჩნდება. მისმა მესვეურებმა 2009 წელს შარდონეს, პინო ნუარისა და პინო მენიეს ვენახები გააშენეს ჰემპშირში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული