Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ბონდის” ვისკი საიდუმლო აგენტების დასახმარებლად

ლეგენდარულ ჯეიმს ბონდსა და ვისკის - The Macallan-ს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. შოტლანდიური კომპანია და ფილმის პროდიუსერები ამჯერადაც გაერთიანდნენ და ბრიტანეთის სპეცსამსახურების აგენტებს ერთობლივად დაეხმარებიან. მოგეხსენებათ, 2012 წელს ეკრანებზე ჯეიმს ბონდის ჯერჯერობით უკანასკნელი ფილმი Skyfallგამოვიდა. სწორედ ამ ფილმით აღინიშნა ბონდიანას 50 წლის იუბილე – პირველი ფილმი ხომ აგენტ 007-ის შესახებ 1962 წელს გადაიღეს. იუბილის აღსანიშნავად აუქციონზე გაიყიდება 1962 წელს გამოშვებული ვისკიThe Macallan, მაგრამ ამ ვისკის მთავარი ღირსება ის არის, რომ მას Skyfall-ის მსახიობების – დენიელ კრეიგის, ხავიერ ბარდემისა და ბერენის მარლოს ხელმოწერები ამშვენებს. ვისკის გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია Government Communications Fund-ს გადაერიცხება, ფონდი კი ბრიტანეთის სპეცსამსახურების (GCHQ)ყოფილ თანამშრომლებს დაეხმარება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.