Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, ოროველა, 2006

43.00 ლარი

მომხმარებელი ალბათ უკვე იცნობს ოროველას სახელოვან საფერავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ძალიან აქო ჯენსის რობინსონმა. ის ღვინო 2004 წლის მოსავალი იყო, ასევე კარგი დადგა 2005 წლის ღვინოც, ცოტა ხნის წინ კი ქართულ ბაზარზე 2006-ც გამოჩნდა. ღვინოში პირველ რიგში ალუბლისა და მუხის კვალის ძალზე საინტერესო შეხამება იპყრობს ყურადღებას, ასევე თავიდანვე იგრძნობა მინერალური ნოტები. შემდგომ უფრო მწიფე კენკრის სურნელები გამოდის წინა პლანზე, რასაც იების ნაზი შტრიხი აგვირგვინებს. ძლიერი ღვინოა. აუცილებლად სჭირდება მცირეხნიანი განიავება. საუკეთესო მისაყოლებელი იქნება შემწვარ ხორცთან, ნანადირევთან.ნამდვილად საუკეთესო შეფუთვის ღვინოა (ბოთლი, საცობი, ჩაჩი, ეტიკეტი), რაც კი ქართულ ბაზარზე გამოსულა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული