Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – "ღვინის გზამკვლევი" (4) 05.10.2012

ღვინის ბარმა “ღვინო ანდერგრაუნდ” ამერიკელი ჟურნალისტის - ელის ფეირინგის წიგნის - “სრულქმნილი ღვინო” პრეზენტაციას უმასპინძლა. წიგნი ღვინის მწერლის პირად ისტორიებსა და შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას სთავაზობს მათ ვინც ნატურალური მეღვინეობის ტრადიციას მიყვება და მათთვისაც, ვისაც ღვინის თემა უბრალოდ აინტერესებს. წიგნის ყიდვა ვინო-ანდერგრაუნდში და თბილისის წიგნის მაღაზიენში შეგეძლებათ. მისი ფასი - 25 ლარია. უფრო დაწვრილებით მოისმინეთ დღევანდელ სპეციალურ სიუჟეტში.

 

* * * 

დიდი ბრიტანეთი  მსოფლიო  მასშტაბის ღვინის დაგემოვნების ღონისძიებას მასპიძლობს. ღონისძიება ჟურნალ დეკანტერისა და ღვინის დოზატორების მწარმოებელი კომპანიის, ენომატიკის თანამშრომლობით ჩატარდება და სტუმრებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს 60–მდე ქვეყნის ადგილობრივი წარმოების ღვინო დააგემოვნონ, მათ შორის ღვინოები – კანადიდან, ჩილედან, ჰონგ კონგიდან, თურქეთიდან და ა.შ. ღონისძიებაზე იმ ღვინოებსაც წარმოადგენენ, რომლებმაც სექტემბერში გამართული „დეკანტერის მსოფლიო ღვინის დაჯილდოებაზე“ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, საერთაშორისო და რეგიონული ჯილდოები მოიპოვეს. გამოცემა – „დეკანტერის“ დირექტორის სარა კემპის თქმით, ეს ღონისძიება ადამიანებს საშუალებას მისცემს დააგემოვნონ მრავალფეროვანი ვინტაჟური ღვინოები, გაეცნონ ყურძნის სხვადახვა სახეობას რეგიონისა და წარმოების მიხედვით და აღმოაჩინონ ახალი გემოები.

...

მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობა ჯერ კიდევ მამაკაცების საქმედ ითვლება, კალიფორნიაში მცხოვრები მეღვინეების 10%–ს უკვე ქალები შეადგენენ. აღნიშნულ მონაცემებს სანტა კლარას უნივერსიტეტის პროფესორები, ლუსია ალბინო ჯილბერტი და ჯონ ჯილბერტი ავრცელებენ, რომელთა კვლევამ სხვა საინტერესო მაჩვენებლებიც გამოავლინა: ქალები ღვინის სფეროს უფრო მეტი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ქალ და მამაკაც მეღვინეებს შორის არსებულ განსხვავებებზე საუბრობს გამოცდილი ამერიკელი მეღვინე – ქეით კორისონი, რომელიც ამბობს, რომ ქალებს მგრძნობელობითი  შესაძლებლობებისა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების განსაკუთრებული უნარები აქვს, რაც მათ ამ სფეროში მოღვაწე მამაკაცი–მეღვინეებისგან გამოარჩევთ.

....

სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებილ რამდენიმე პუბლიკაციაში რუმინეთს აღმოსავლეთის ბორდო უწოდეს. ენოლოგების თქმით, ამ ღვინისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშნები – შავი ზღვისპირეთი, ნაყოფიერი ნიადაგები და უიშვიათესი ჯიშის ყურძენი მისგან განსაკუთრებით საინტერესო პროდუქტს ქმნის. 18 000 ჰექტარზე გადაჭიმული ვენახების და დაბალი ფასის გამო რუმინეთს დიდ მომავალ უწინასწარმეტყველებენ. ბევრი დასავლელი იმპორტიორი რუმინეთს მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს ადგილს მსოფლიო ღვინის ასპარეზზე.

 

....

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მეღვინეობაში სულ უფრო მრავალფეროვანი და ორიგინალური ღვინოები იკავებს ადგილს, დავიწყებას არ იმსახურებს ტრადიციული ღვინის კულტურის მქონე ქვეყნებიც. ამ მოთხოვნით ბრიტანელი სომელიე, ჯერარდ ბასეტი გამოდის, რომელიც თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულ ღვინოს დიდი ხნის ისტორია აქვს, მომხმარებლებმა აუცილებლად ახლებურად უნდა შეხედონ ამ კულტურას. მისი განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება მიმართულია ისეთი ფრანგული რეგიონებისაკენ, როგორიცაა –  Beaujolais, the Languedoc, Jura & Savoie დაProvence.თავისი მიდგომების პოპულარიზაციისთვის ბასეტი მასტერკლასების სერიას მართავს, რომლითაც სტუდენტებს და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ფრანგული ღვინის განახლებულ კონტექსტში განხილვას სთავაზობს. აღნიშნული კურსის ფარგლებში უკვე სამი შეხვედრა გაიმართა.

 

 * * *

ისევ ქართული ღვინის ბაზრის სიახლეებს გაგაცნობთ. ჩვენი გადაცემა ყოველ კვირას წარმოგიდგენთ ხოლმე ადგილობრივ მაღაზიებში გამოჩენილ ახალ პროდუქტს. პირველ რიგში უნდა ვახსენო შატო მუხრანის ნახევრადმშრალი სოვინიონ ბლანი, 2011 წლის. სხვათა შორის, ნახევრადმშრალი თეთრი ღვინო დიდი იშვიათობა გახდა ბოლო დროს ჩვენთან. ეს ღვინო გამონაკლისია. საკმაოდ ძლიერი, თითქმის 15 გრადუსიანი ღვინოა. ტრადიციულ ღვინოებშიცაა სიახლე, ბექა გოცაძის მარანში დაყენებული საფერავი, 2011 წლის, ქვევრის, ძალიან ახალი და ცოცხალი ღვინოა. დაბოლოს, ხოხბის ცრემლების მწვანე, ასევე 2011 წლის, ქვევრში, კახური წესით დაყენებული ქარვისფერი ღვინო, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა ამ კომპანიის ღვინოებს შორის.

 

 * * *

ბოლოს საინტერესო ინფორმაცია ღვინის მოყვარულებისთვის. ზეგ, კვირას, 7 ოქტომბერს, მეიდანზე ღვინის კლუბი ღვინის დღესასწაულზე გიწვევთ, რომელიც თბილისობის ფარგლებში გაიმართება. ფესტივალი დილიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახური მარნები. წარმოდგენილი იქნება იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოებიც. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე საინტერესი ღონისძიებაც.  

 

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული