Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ახალ ზელანდიაში ყურძნის მოსავალი ისევ მცირეა

უკვე მეორე წელია, ახალ ზელანდიაში ყურძნის მოსავალი მცირდება და ამ მაჩვენებელმა ახლა უკვე 30-35% მიაღწია. მიუხედავად ამისა, ახალზელანდიელი მევენახეები დიდად არ განიცდიან ამ ფაქტს, ვინაიდან 2008 წელს ყურძნის ჭარბი მოსავლით გამოირჩეოდა. საერთო ჯამში ახალ ზელანდიაში მოსავლიანობა 30-50%-ით შემცირდა, რის მიზეზადაც ცივი გაზაფხული სახელდება, თუმცა ცივმა ამინდმა, წესით, დადებითად უნდა იმოქმედოს ღვინის ხარისხზე. მევენახეობის რაიონ მალბოროში ცივი გაზაფხულისა და გრილი ზაფხულის გამო რთველი დაგვიანებით ჩატარდა, თუმცა თვითონ ვენახები უამინდობას არ დაუზარალებია. ახალი ზელანდიის სავიზიტო ბარათად მიჩნეული სოვინიონ ბლანი წელს ტროპიკული ხილის კონცენტრირებული გემოთი და კარგი მჟავიანობით ხასიათდება. მეორე ჯიშის ყურძენი – პინო ნუარი კი წელს შედარებით სქელკანიანი იყო, რაც ნაყოფის შეფერვის პერიოდში მცხუნვარე მზის ზემოქმედებით აიხსნება.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234