Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რევოლუცია ღვინის ბაზარზე

საყოველთაოდ ცნობილმა ფრანგული ღვინის ბრენდმა Chateau Latour  წინასწარი გაყიდვების კამპანია en primeur-ში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა, რითაც ძალზე განაცვიფრა ღვინის ექსპერტები და ბაზრის მოთამაშეები. ის მიმდინარეობისას კომერსანტები და ელიტარული ღვინის მოყვარულები წინასწარ, ბოთლებში ჩამოსხმამდე ყიდულობენ ღვინოს ანუ ისინი ნაკლებ ფულს ხარჯავენ, ღვინის საბოლოოდ მომწიფებას ელოდებიან და შემდეგ უფრო სარფიანად ყიდიან. სწორედ ეს ტრადიცია დაარღვია Chateau Latour -მა, როდესაც განაცხადა, რომ ამიერიდან მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმულ ღვინოს გაყიდის. კომპანიის დირექტორმა ფრედერიკ ენგერერმა ბორდოელ ვაჭრებს ამის შესახებ წერილობით აცნობა. კომპანიის მესვეურები არ ამხელენ მიზეზს, თუ რამ განაპირობა მათი ასეთი ნაბიჯი. ექსპერტთა აზრით, ეს კომპანიის აგრესიული ბიზნეს-სტრატეგიის შედეგია, რომლის მეშვეობითაც ღვინის დისტრიბუცია შუამავლების გარეშე უნდა მოხდეს. ექსპერტთა ნაწილი კომპანიის ამგვარ საქციელს აზიის, კერძოდ კი ჩინეთის ბაზარს უკავშირებს. ბოლო დროს სწორედ ჩინელები ყიდულობენ ბოთლებში ჩამოსხმულ ძვირფას ღვინოს დიდი რაოდენობით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული