Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აპოკალიფსის ღვინოები

21 დეკემბერს მთელი მსოფლიო თუ არა, მისი დიდი ნაწილი ელოდა ,,სამყაროს დასასრულს”. ამ დღის შესახვედრად ზოგმა შვებულებაც კი აიღო და მექსიკაში, მაიას ტომის უძველესი ტაძრების მოსანახულებლად, ზოგიც კი – ტიბეტში გაემგზავრა. მართალია, ამ თარიღმა მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება გავიგოთ, თუ რომელი ღვინის დალევა ღირს აპოკალიფსის დადგომამდე. ამის გასარკვევად ჟურნალისტებსა და ექსპერტებს მიმართეს. მაგალითად, რიჩ ფრენკმა, რომელიც დისნეის ყოფილი ტოპ-მენეჯერია, განაცხადა, რომ სამყაროს აღსასრულს სავსებით შეეფერება 2007 წლის Schrader CCS. აღსანიშნავია, რომ ამ ღვინის ერთი ბოთლი საშუალოდ ათასი დოლარი ღირს. იაფი არაა, მაგრამ როცა კარს აპოკალიფსი მოგდგომია, ფასს რაღა მნიშვნელობა აქვს? ავსტრალიური კომპანია Penfolds-ის მთავარმა მეღვინემ პიტერ კაბომ განაცხადა, რომ ამ დღეს 1900 წლის ლეგენდარული Chateau Margaux-თი შეხვდებოდა. 750 მლ მოცულობის ეს ღვინო საშუალოდ 23 500 დოლარი ღირს. გარდა ამისა, პიტერ კაგომ კიდევ ერთი ღვინო დაასახელა – ეს არის 1928 წლის Krug. ალესია ანტინორი, რომელიც კომპანია Marchesi Antinori-ს მენეჯერი და მეღვინეა, ამ დღის შესახვედრად არჩევანს 1982 წლის Chateau Mouton Rothschild-ზე აკეთებს. ,,ეს საუკეთესო ღვინოა მათ შორის, რომელიც კი ოდესმე გამისინჯავს,” – აღნიშნა ანტინორიმ. ჟურნალ Wine Spectator-ის პასუხისმგებელი რედაქტორი ტომ მეთიუსი, ქალბატონი ანტინორის მსგავსად, Chateau Mouton Rothschild-ს ანიჭებს უპირატესობას, ოღონდ ის 1953 წლის ჩამოსხმა უნდა იყოს. ღვინის ექსპერტი და მწერალი მარკ ოლდმანი თვლის, რომ ასეთი დღისთვის შესაფერისი ღვინოა Romanée-Conti-ს 1962 წლის წითელი ბურგუნდიული La Tache, რომელიც დაახლოებით 12 ათასი დოლარი ღირს.

© ღვინის კლუბი/Weekend



აბა ამათა ჰყოლიათ აი...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული