Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკელი მეღვინის ექსპერიმენტი

ამერიკელი მეღვინე რობერტ ჰოჯსონი ხუთი წლის განმავლობაში საინტერესო ექსპერიმენტს ატარებდა. მისი კვლევის ობიექტი კალიფორნიის ღვინის ბაზრობის ჟიური იყო. ჟიურის წევრებს - ცნობილ სომელიეებს, კრიტიკოსებს, მეღვინეებსა და ექსპერტებს სადეგუსტაციოდ სხვადასხვა ღვინოს წარუდგენდნენ ხოლმე, თუმცა რამდენჯერმე ერთსა და იმავე ბოთლიდან ჩამოსხმული ღვინოც გაასინჯეს. “ყველაზე პატივცემული ექსპერტებიც კი ცდებოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ ერთსა და იმავე ღვინოს აფასებდნენ,” – შეშფოთებით განაცხადა ბატონმა ჰოჯსონმა. საინტერესო აღმოჩნდა ისიც, რომ ჟიურის ის წევრები, რომლებიც ერთ კონკურსზე საუცხოოდ არჩევდნენ და აფასებდნენ ღვინოს, ერთი წლის შემდეგ მსგავს კონკურსზე ისეთივე კომპეტენტურები ვეღარ აღმოჩნდნენ. ჰოჯსონის თქმით, ამ ექსპერიმენტის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ღვინოებისათვის მინიჭებულ ამა თუ იმ პრიზს არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ღვინის დეგუსტაციის ხელოვნებას ეჭვის თვალით შეხედეს. 2001 წელს ფრანგებმა მსგავსი ექპერიმენტი ჩაატარეს – დეგუსტატორებს წარუდგინეს ერთი და იგივე ღვინო, ოღონდ სხვადასხვა ბოთლში ჩამოსხმული: ერთი - ბორდოს ძვირფასი ღვინის Grand Cru-ს ბოთლით, მეორე კი სუფრის იაფფასიანი ღვინის ბოთლში ჩამოსხმული. დაგემოვნების შემდეგ ექსპერტებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ “ძვირფასი ბოთლის” ღვინო, მართლაც რომ საუცხოო და ხარისხიანი იყო, ხოლო მეორეს ძალიან ბევრი ნაკლი და წუნი აღმოუჩინეს. 

© ღვინის კლუბი/Weekend



აი, ყოველთვის ვეჭვობდი... თუმცა, თუ აბსოლიტურად არა, მეტ-ნაკლებად სანდოები მაინც არსებობენ ალბათ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული