Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იტალიური ღვინოების მსოფლიო ტურნე

იტალიური ღვინოების მორიგი ტურნე Top Italian Wines Road Show, რომლის ორგანიზატორიც არის ავტორიტეტული იტალიური მედიაჰოლდინგი Gambero Rosso, კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას ღვინის მოყვარულებს დატკბნენ შესანიშნავი იტალიური ღვინით. გასული ოთხი ტურნე ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში: ბერლინში, ლონდონში, პარიზში, მოსკოვში, პრაღაში, ოსლოსა და სტოკჰოლმში გამოფენა-გაყიდვის ფორმატში ჩატარდა. წელს Road Showგეოგრაფიულ არეალს აფართოებს და გამოფენა-დეგუსტაციების სერიას უკვე აზიასა და სამხრეთ ამერიკაშიც მოაწყობს. საგულისხმოა, რომ იტალიელ ღვინის მწარმოებელთა უმრავლესობა ამ რეგიონებში პირველად წარადგენს საკუთარ პროდუქციას. აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ბაზრისკენ სწრაფვა შემთხვევითი როდია - იტალიის ბაზარი უკვე წლებია, სტაბილურია, ევროპის ბაზარიც დიდად არ იცვლება, ღვინოზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ბაზრებზე შეინიშნება. მაგალითად, 2011 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ამ რეგიონებში ექსპორტი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა. წლევანდელი Road Show24 ოქტომბერს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში დაიწყო, 27 ოქტომბერს სინგაპურში გაგრძელდა, 31 ოქტომბერს კი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გადაინაცვლა. Road Show-ს ფინალი ბრაზილიაში შედგება, სადაც ღვინოების მიმართ ინტერესი დღითიდღე მატულობს - 2002 წლიდან დღემდე ღვინის ბაზრის ბრუნვა 183%-ით გაიზარდა. Top Italian Wines Road Show-ში მონაწილეობას იღებენ წამყვანი იტალიური კომპანიები: Apollonio, Argiolas, Bertani, Cantina Gallura, Cantine Due Palme, Cantine Tollo, Cavit, Cecchi, Ceci, ColleMassari - Grattamacco, Conti di Buscareto, Conti Zecca, Cusumano, Di Majo Norante, Domini Castellare di Castellina, Donna Olga, Donnafugata, Falesco, Feudi di San Gregorio, Firriato, Gruppo Italiano Vini, Guido Berlucchi& C., Livon, Lunae Bosoni, Marchesi di Barolo, Masciarelli, Masi/Serego Alighieri, Medici Ermete & Figli, Monte Schiavo, Nino Franco Spumanti, Planeta, Poderi dal Nespoli, Provenza, Rocca delle Macie, Ruffino, Ruggeri, Saiagricola (Fattoria del Cerro – La Poderina), Sella & Mosca, Tolaini, Torrevento, Umani Ronchi, Valle Reale, Velenosi, Villa Medoro, Villa Sandi, Volpe Pasini, Zonin.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული