Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჭარბი წონა და ალკოჰოლი


ჭარბი წონა დღეს უამრავი ადამიანის პრობლემაა, რომელსაც ნაირ-ნაირი დიეტებითა თუ ვარჯიშებით, ხშირად სრულიად უშედეგოდ ებრძვიან. მოხდენილი ფიგურის მსურველთა დიდი ნაწილი ხშირად არ ითვალისწინებს იმას, რომ ალკოჰოლის მიღება ხელს უშლის გახდომის პროცესს.
ალკოჰოლი, გარდა იმისა, რომ მადას ამძაფრებს, თავისთავად ძალზე კალორიული პროდუქტია, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცის. მაგალითად, ბრიტანელთა 2/3 წარმოდგენა არ აქვს, რამდენ კილოკალორიას შეიცავს მათი საყვარელი ალკოჰოლური სასმელი. ცნობისათვის, 0,6 ლიტრი 4% სიმაგრის ლუდი 193 კალორიას შეიცავს, რაც ერთი ტკბილი ფუნთუშის ტოლფასია. 1.8 ლიტრი 5%-იანი სიმაგრის ლუდი კალორიულობის (727 კკ) თვალსაზრისით ნოყიერ, სრულფასოვან საუზმეს უტოლდება. 2 ულუფა ჯინი ტონიკით (104 კკ) – ორ იორკშირულ პუდინგს, ერთი ბოკალი ღვინო (134 კკ) – შოკოლადის ნაყინს,  ერთი ბოკალი შამპანური (95 კკ) კი - ერთ ნაჭერ ტკბილ ღვეზელს უდრის. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები, ვინც დიეტის გამო უარს ამბობს, მაგალითად, ნაყინზე, მაგრამ სიამოვნებით მიირთმევს ალკოჰოლურ სასმელს, სულ ტყუილად ოცნებობენ მოხდენილ ფიგურაზე.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული