Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღორის ხორცი ჩინურად

მასალა: 600 გ ღორის რბილი ხორცი, 125 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 100 გ მიწის თხილი, 3 ცალი სტაფილო, 1 ღერი პრასი, 3 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 6 ს.კ. ზეთი, 3 ს.კ. სოიის სოუსი,  1 ს.კ. კარის ფხვნილი, 1 ს.კ. შაქარი, მარილი, შავი პილპილი.

მომზადება: ხორცი  პატარა, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ, დავასხათ სოიის სოუსი, დავაყაროთ კარის ფხვნილი და 30 წუთი გავაჩეროთ. მიწის თხილი დავფქვათ. სტაფილო მსხვილ ღერებად დავჭრათ. ამავე ფორმით დავჭრათ წიწაკები. რგოლებად დავჭრათ პრასი. ღრმა ტაფაში ან ვოკში გავაცხელოთ ზეთი და მაღალ ცეცხლზე  შევბრაწოთ ხორცი. ხორცი ამოვიღოთ, ტაფაში ბოსტნეული მოვათავსოთ, დავაყაროთ შაქარი, ცოტა კარის ფხვნილი, მარილი და მოვშუშოთ.  დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი და დავუმატოთ შემწვარი ხორცი. დავაყაროთ მიწის თხილი და როდესაც წამოდუღდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული