Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თელიანი ველის მუკუზანის მაღალი შეფასება

მსოფლიოს  წამყვანმა  ღვინის ჟურნალმა Wine Spectator-მა “თელიანი ველი”-ს ღვინოს, “მუკუზანი - 2006” მაღალი შეფასება მისცა. ჟურნალის მუდმივ რუბრიკაში what we're drinking now, რედაქტორები მათ მიერ ბოლო დროს გასინჯულ ღვინოებს გაგვაცნობენ ხოლმე და წარმოგვიდგენენ შთაბეჭდილებებს მათ შესახებ (ჟურნალში წელიწადში დაახლოებით 15 000 ღვინის დახასიათება იბეჭდება). ჟურნალ Wine spectator-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა, თომას მეთიუსმა “თელიანი ველის” მუკუზანს სპეციალური სტატია მიუძღვნა. ჩვენებური ღვინო ამერიკული ნორმების მიხედვით, საკმაოდ მაღალი, 88 ქულით შეფასდა. ”დასანანია, რომ ასეთი გამორჩეული და საუცხოო გემოს ღვინო შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით არ არის წარმოდგენილი” - აცხადებს თომას მეთიუსი. შეგახსენებთ, რომ Wine Spectator მსოფლიოს ყველაზე დიდტირაჟიანი გამოცემაა ღვინის შესახებ (3 მილიონზე მეტი მკითხველი), რაც კიდევ უფრო ზრდის სტატიის მნიშვნელობას “თელიანი ველისთვის” და ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

© ღვინის კლუბი/ vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული