Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"თბილღვინომ" მსოფლიო ღვინის ჩემპიონატზე გაიმარჯვა

"თბილღვინომ" ღვინის ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე Mondial de Bruxelles მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. იმ შედეგების მიხედვით, რომელიც პროფესიონალი ენოლოგებისაგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გუშინ გამოაცხადა, ქართული კომპანიის ღვინოებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოქროთი დააჯილდოვეს "თბილღვინო წინანდალი 2008," ვერცხლით კი "საქართველოს ველები წინანდალი 2008" და "წინანდალი განსაკუთრებული მარაგი 2007".

Concours Mondial de Bruxelles პირველად 1994 წელს გაიმართა. ღვინის სამყაროში მას მსოფლიო ღვინის ჩემპიონატსაც უწოდებენ, რადგან მას სხვადასხვა კონტინენტის ყველა მსხვილი მწარმოებელი ესწრება. წელს კონკურსში 54 ქვეყანა მონაწილეობდა. მათ რიცხვს პირველად შეემატა ეგვიპტე, კვიპროსი, კუბა და სამხრეთ კორეა.
კონკურსის შედეგებს 40 სხვადასხვა ეროვნების ექსპერტი აფასებს, რაც გამარჯვებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. Concours Mondial de Bruxelles-ზე ყოველწლიურად 6000 სხვადასხვა ღვინის ნიმუში ფასდება, რაც საბოლოოდ 500 მილიონი გაყიდული ბოთლია.  
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული