Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანური 2012

2012 წლის 9 თვის განმავლობაში შამპანურის გაყიდვა 5%-ით შემცირდა, რაც ევროპაში არსებული რეცესიის შედეგია. ლუქს კლასის სხვა პროდუქციის გაყიდვებისგან განსხვავებით, შამპანურის მწარმოებლებმა ვერ შეძლეს ევროპული ბაზრის დანაკლისისის კომპენსირება აზიური ბაზრით. აზია ეს-ესაა იწყებს დაინტერესებას ამ შუშხუნა სასმლით. აზიურ ბაზარზე შამპანურის შარშანდელი გაყიდვების მხოლოდ 5% მოდიოდა.“ფრანგული კრიზისი ჩვენთვის რეალობად იქცა. შამპანური სადღესასწაულო სასმელია, წელს კი არც ისე ბევრი მიზეზი იყო მხიარულობისთვის,” - აცხადებს პარიზის ერთ-ერთი უძველესი ღვინის მაღაზიის - LesCavesAuge-ს მფლობელი მარკ სიბარი. თუმცა წელს შამპანურის მწარმოებლებს რეცესიის გარეშეც ბევრი პრობლემები ჰქონდათ - ცივი ზამთარი, წვიმიანი გაზაფხული და ზაფხული ვენახებში სხვადასხვა დაავადებების გაჩენის მიზეზი გახდა, რამაც 2012 წლის მოსავლის 30% მაინც შეიწირა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბაზარზე ამის გამო დეფიციტი არ შეიქმნება - მწარმოებელთა საწყობებში თითქმის 1 მილიარდი ბოთლი შამპანური ინახება, ეს კი თითქმის სამი წლის მარაგია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული