Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შაბლის რეიგონი და სერიოზული პრობლემები

სექტემბრის სუსხიან დილას, შაბლის ღვინის ქვეყნის შუაგულში, მევენახეები მხრებზე მძიმე ყუთებს ატარებენ. გუშინ მოსავლის აღების ბოლო დღე იყოDomaine Roland Lavantureux-ის ღვინის ქარხანაში, სადაც მევენახეები ხელით კრეფენ ბოლო, განსაკუთრებულად ფასეულ შარდონეს  ყურძენს, რომელიც საბოლოოდ პრესტიჟულ Premier Cru ღვინო დადგება.

თუმცა, ღვინის მოყვარულები შესაძლოა 2024 წლის მოსავლისგან მიღებული ღვინის მცირე რაოდენობით გამოწვეული დეფიციტის წინაშე აღმოჩდნენ: “წლევანდელი ღვინო, შესაძლოა, ბაზარზე ნაკლები რაოდენობით იყოს ხელმისაწვდომი. საფრანგეთის ღვინის რეგიონების უმეტესობისთვის 2024 წელი ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი წელი იყო კლიმატის ცვლილების ფონზე. ეს წელი განსაკუთრებით რთული იყო ვენახებისთვის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სერიოზულ გამოწვევებს წააწყდნენ გვალვების და სიცხეების გამო.” - ვკითხულობთ სტატიაში.

Lavantureux-ის ღვინის საწარმოში ყურძნის კრეფა მხოლოდ ცხრა დღე გაგრძელდა — თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივ -  წლევანდელი ამინდის მკაცრი და არაპროგნოზირებადი პირობების გამო, რომელიც ნიშნავდა ყინვას, სეტყვას, ძლიერ წვიმებს და მავნე სოკოს გავრცელებას, რამაც შაბლის რეგიონში მევენახეების ძალიან შეაშინა: „აქ 2010 წლიდან ვმუშაობ, მაგრამ ეს ყველაზე რთული წელი იყო,“ — ამბობს ღვინის მწარმოებელი დავიდ ლავანტიურო, რომელიც მამის, როლანის გზას მიჰყვება. „ყველა გამოცდილი მევენახეც ამას გეტყვით — ეს წელი განსაკუთრებით რთული იყო, რადგან ამინდი არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. ამ წელს არც ერთი პრობლემა არ აგვცდა.“

ყინვამ აპრილში და სეტყვის ორმაგმა დარტყმამ მაისში მძიმე მდგომარეობა შექმნა. შემდეგ კი ამას მოჰყვა გადაუღებელი წვიმა, რომელიც მოსავლის აღებამდე გაგრძელდა. ბურგუნდიის ღვინის ფედერაციის მონაცემებით, მაისის ქარიშხალმა შაბლის რეგიონში დაახლოებით 1000 ჰექტარი ვენახი დააზიანა. ჭარბმა ნალექმა ასევე მავნე სოკოს გავრცელებას შეუწყო ხელი. მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა და ღვინის ხარისხიც საფრთხის ქვეშ დადგა.

© ღვინის კლუბი/Vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული