Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გოზინაყი

1 ჭიქა თაფლი

5 ჭიქა დათლილი ნიგოზი

ნიგოზი მოვატაროთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით. თაფლი დავდგათ თუჯის ქვაბით ნელ ცეცხზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით. 3-4-ჯერ რომ წამოდუღდება თაფლი, შევამოწმოთ: რამოდენიმე წვეთი თაფლი დავაცხათ თეფშზე ან წყლიან ფაიფურის ჭიქაში, თუ დასხმისას თაფლის მასამ რაკუნის ხმა გამოსცა, ესეიგი მზადაა, თუ არა, კიდევ გავაგრძელებთ ხარშვას მანამ, სანამ საჭირო კონსისტენციის მასას არ მივიღებთ.
შემდეგ ვუმატებთ 1/4 ჭიქა შაქარს, ერთს წამოვადუღებთ და ჩავუმატებთ დათლილ ნიგოზსაც, კარგად მოვურევთ და მაშინვე გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც ზედ გადაკრული ექნება წყალში დასველებული პერგამენტის ქაღალდი. შემდეგ ნიგვზის მასას სველი „კატალკით“ გადავანაწილებთ მთელ დაფაზე.

თუ არ გვინდა მოხალული ნიგოზით გაკეთებული გოზინაყი, მაშინ ნიგოზს რომ ჩავყრით თაფლის მასაში კიდევ, 2-3 წუთი გავაჩერბთ ცეცხლზე.
ამის შემდეგ დაფა საგულდაგულოდ უნდა გადამალოთ - ეს ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ვინაიდან დაინტერესებული პირები ახალ წლამდე 1-2 ნაჭერს თუ დაგიტოვებენ ზრდილობის გულისთვის!

© miau



მოკლეთ , ზუსტად იგივე რეცეპტი მითხრა გუშინ დედაჩემმა. დღეს გავაკეთე მაგრამ არ გამომივიდა, ანუ არ შეიკრა გოზინაყი , ახლა ვზივარ და ვნანობ რატომ ჩემი ძველი რეცეპტით არ გავაკეთე, რადგან ყოველთვის ძალიან კარგი გამოდიოდა!


ყოველ ახალ წელს ზუსტად ასე ვაკეთებთ, ძალიან კარგი გამოდის


da romelia kargi recepti ver gavige?shegidzlia momcero?me arasodes gamiketebiaa da arvici.:((


ამ ახალ წელს თითქმის იგივე რეცეპტით გავაკეთე გოზინაყი თუმც არც 1/4 შაქარი არ მიქნია და არც პერგამენტ გამომიყენებია.. სველი დაფა აუცილებელია. – დანარჩენი მშვენივრად გამოვიდა იკვნიტებოდა და არ დნებოდა - მშვენიერი გამოდის ცაცხვის თაფლით. საერტოდ მგონია რომ კაცის ძალაც უხდება :) –ისე მე მგონი კაცი , განსაკუთრებულ დღე–დღესასწაულებში (გარკვეული მიზეზების გამო :)) )საერთოდ შვენის სამზარეულოში ტრიალი.. :) ყველას დამდეგს გილოცავთ


ბებიას რეცეპტით მე რომ გავაკეთე, მეც არ გამომივიდა დამოუკიდებლად იმიტომ, რომ თაფლს დუღილი დავაკელი, როგორც მერე გავარჩიეთ :) საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ თხელ თაფლს მეტი დუღილი უნდა და ამიტომ ისევ სქელი თაფლი იხმარეთ, ასე ჯობს :) მე ასე დავასკვენი. :) ჰო, კიდევ ერთი - არ გამიკეთებია მოხალული ნიგვზით და ძალიანაც კარგი იყო! მოხალული უფრო კნატუნაა და მაგარი, მოუხალავი - არ არის კნატუნა და ნაზია. რა ვიცი, ისე, გემოვნების საკითხია.


You could commence a weblog now. You'll be able to get a weblog online extremely easily.


Shegidzliat momcerot kargi recepti? Dzalianmchirdeba

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.