Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ქარი უნდა ხვდებოდეს, რომ არ გამოიხანძლოს“

მთხრ. შერმადინი, 110 წ. (სოფ. ატენი)

ალაგი უნდა მოგვენახა, რომ მისდგომოდა წყალი, მოგვერწყა, ფიცხი ადგილი უყვარს (ვაზს), ქარიანი. ქარი უნდა ხვდებოდეს, რომ არ გამოიხანძლოს, შიგ უნდა იმუშაოს ქარმა, აიოდლოს, კოდა არ გაიკეთოს, იგვალოს. ეხლა რომ გავაკეთეთ სიონთანა, ორი ვერსი გამოვა, საიდანაც წყალი გამოვიყვანეთ, წყალი უნდა მოხვდეს. გამოყვა, გამოყვა თარაზოთი  და იპოვნა ნაწყლევი რუიΩ. ერთი ორჯერ-სამჯერ მოირწყოს. მშვენიერი ღვინო იცის, ტკბილი, რაკი წყალი გამოვა და მოირწყვება. უნდა გადააბრუნო დედამიწა არშინზე, ისე ჩააყარო ბაგა. თუ გადააბრუნე დედამიწა, ღონიერი ვაზი იქნება, რაკი ხამ მიწაზე დავა, ფესვებსაც გაიკეთებს. უწინ გვეშინოდა სეტყვისა, გვეშინოდა, ერთი ნაცარი არ შეეყაროს, წამალი არ უნდოდა.

ჯიშები: ჩინური, მწვანე, ბუდეშური, თითა, თავკვერი, შავია საფერავი. არის კიდევ უგვარო ვაზი. იმას სახელს არ ვეძახით. ეხლა ბუდეშური ვერ იტანს სიცხესა და წვიმას. ძლიერ მალე აფუჭებს წვიმა და ოდი, გამოსავალი კი ბუდეშურისა სჯობიან. ჩინური მაგარი ვაზია, არა ფუჭდება, იტანს სიცივესაც, სიცხეში თხელდება ტევანი, კი ვერ აფუჭებს. კანი სქელი აქ და დურდღლი. მეტს რო დასწურამს, დურდღლი გამოსდევს. მწვანეც მაგარი არი, მაგრამ გამოსავალი არა აქ კარგი. თავკვერს აქვს გამოსავალი და ჩინურს. ჩინური ღვინო დიდხან ინახება.

თავკვერი შავია, შავათა მწიფდება, მაყვალივით. ვაზი კარგია; თუ კარგი ამინდია, ბუდეშურივითა მუდამ ისხამს, მეწლე არ არის. ძველათ სხვანაირი ხაერი იყო, ეხლა სხვანაირია.

უწინა ჩვენ ფეხის ვაზი არ ვიცოდით. ხეივანი იყო, დაკიდული. ჩინური იყო, ბუდეშური იყო, თითა, თავკვერი შიგადაშიგ იყო გარეული და სარი არ უნდოდა, ლატანი უნდოდა; სარსა ბევრი ამაგი უნდოდა, ლატანს არ უნდოდა.

ქართლური ბუდეშური, თავკვერი, თითა საჭმელათ არი კარგი და იმისი ტკბილი ცალკე რო დაწურო, დიდხანს ინახება. წელიწადში ორჯერ უნდა გადაიღო, დურდღლი ამოაცალო. საჭმელათ როგორც წვადი, ჭამო. მოხარშული კარგია, თუ წვადი? - ისე ეგ არი. თითა: "თითა შეგჭამ ღვთითა."

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება, 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული