Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო საღებავის ნაცვლად

ფლორენციელმა მხატვარმა ელიზაბეტ როგაიმ ფერწერის ახალი ტექნიკა შეიმუშავა – ის საღებავების ნაცვლად სხვადასხვა სახეობის თეთრ და წითელ ღვინოებს იყენებს და ასე ქმნის ნახატებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე არაერთ მხატვარს უცდია ასე მუშაობა, მაგრამ ღვინით ხატვისთვის მალევე დაუნებებიათ თავი იმის გამო, რომ ეს მასალა ფერთა გამის დიდ შესაძლებლობებს ვერ იძლევა. ელიზაბეთ როგაი ტილოზე ან სულაც ჯინსის ნაჭერზე ხატავს, ნახატის კონტურებს ნახშირით აკეთებს, ღვინოს კი ფქვილითა და წყლით აზავებს. ამჟამად მხატვარი მხოლოდ პორტრეტებზე მუშაობს. გამორიცხული არ არის, რომ მან ჟანრი შეიცვალოს, თუმცა კლასიკური პეიზაჟის მხოლოდ ღვინის გამოყენებით დახატვა ალბათ ძალზე რთული იქნება.

© ღვინის კლუბი/Weekend



ამ ტიპის მხატვრობას ღვინის პატივისცემით იწყებენ თუ რამე სხვა მიზეზიც აქვთ?


ნევროზი :)



ვერსია მეორე: ალკოჰოლიზმი:)


თუ ნევროზი, ღვინო საღებავის ნაცვლად კი არა წამლის ნაცვლად გამოიყენოს:) ალკოჰოლიზმს გამოვრიცხავ, არც ერთი თავმოყვარე ალკოჰოლიკი(?!) ღვინოში ფქვილს და წყალს არ გაურევს :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული