Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო დიქტატორისთვის

ცნობილი ღვინის მწერალი მაიკ შტაინბერგერი თავისებურად გამოეხმაურა ჩრდილოეთ კორეის სახელმწოფოს მეთაურის კიმ ჩენ ირის გარდაცვალებას. ის ვარაუდობს, რომ დახვეწილი ღვინის ბაზარმა სერიოზული მომხმარებელი დაკარგა.

როგორც ცნობილია, სხვა დიქტატორების მსგავსად კიმ ჩენ ირიც თავს უფლებას აძლევდა, ფუფუნებაში ეცხოვრა. იგი არ იკლებდა ძვირადღირებულ საკვებსა და უძვირფასეს ფრანგულ ღვინოს. ეს კიდევ უფრო მძაფრად გამოიკვეთა თავისი ქვეყნის მოსახლეობის სიღარიბის ფონზე. დიქტატორი ხშირად იწვევდა ცნობილ შეფმზარეულებს. ორმა მათგანმა, იაპონელმა კენჯი ფუჯიმოტომ და იტალიელმა ერმანო ფურლანისმა, კიმ ჩენ ირის კულინარიული ვნებანი თავის მემუარებში ასახა. კენჯი ფუჯიმოტო, იაპონელი სუშის ოსტატი, 1988-2001 წლებში მუშაობდა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მეთაურთან. თავის წიგნში, “მე ვიყავი მეფე კიმის მზარეული”, რომელიც ბესტსელერად გადაიქცა, აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ირს მსოფლიოს საუკეთესო ღვინის დიდი კოლექცია ჰქონდა. როგორც წესი, ერთდროულად ხსნიდნენ რამდენიმე ბოთლს, რათა განესაზღვრათ რომელ კერძთან რომელი ღვინო შეეხამებინათ. კორეელი დიქტატორი ფრანგული Hennessy-ის დიდი თაყვანისმცემელი იყო, თუმცა, მოგვიანებით, თავისი ექიმების რჩევით, ღვინოზე, როგორც ჯანმრთელობისთვის საუკეთესო სასმელზე გადაერთო.

იტალიელი მზარეულის, ერმანო ფურლანისის მოგონებებში კი მოთხრობილია კიმ ჩენ ირის განსაკუთრებულ ლტოლვაზე ფრანგული ღვინისა და დელიკატესების მიმართ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული