Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო ავტომატიდან

პენსილვანიის შტატის მაღაზიებში ღვინის მაღაზია-ჯიხურები გამოჩნდა. მათი საშუალებით ალკოჰოლის შეძენა, შტატის კანონმდებლობის მიხედვით, დილის 9-დან საღამოს 9-მდეა შესაძლებელი, თუ არ ჩავთვლით კვირასა და გამოსასვლელ დღეებს. ღვინის ჯიხურებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე ინახება 53 დასახელების ღვინო. გარდა ამისა, მყიდველებს საშუალება აქვთ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ არჩეული ღვინის შესახებ. სასმელის ფასები იგივეა, რაც მაღაზიებში, ყიდვის პროცედურას კი სულ 20 წამი ჭირდება.

 ,,კანონმორჩილი აპარატი” სპეციალური სკანერითაა აღჭურვილი, სადაც მყიდველმა სრულწლოვანების დამადასტურებელი მოწმობა უნდა მოათავსოს. როგორც წესი, ამერიკაში ამისთვის მართვის მოწმობას იყენებენ ხოლმე. აპარატი მყიდველის გამოსხულების საბუთის ფოტოსთან იდენტიფიცირებასაც ახდენს. რაც ყველაზე საინტერესოა, აპარატში ჩამონტაჟებულია უკონტაქტო ალკოტესტერი და თუ მყიდველის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა დაშვებულ ზღვარს აჭარბებს, მაშინ ის აპარატიდან ღვინოს ვეღარ მიიღებს. თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, ამგვარ აპარატებს უკვე სხვა შტატებშიც დადგამენ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234