Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის საახალწლო ბაზრობის (2018) გზამკვლევი სტუმრებისთვის (3)

გზამკვლევი იმის შესახებ, თუ რა პროდუქტს, ფასდაკლებებსა და აქციებს გვთავაზობენ საახალწლო ბაზრობის მონაწილეები 23 და 24 დეკემბერს.

ნათენაძის მარანი - მესხური წითელი 2015 (მესხური საფერე, ხარისთვალა, ცხენის ძუძუ თეთრი) 2. მესხური თეთრი 2015 (მესხური მწვანე, ახალციხური თეთრი, ჩიტისკვერცხა თეთრი, უდის თეთრი). 3. მესხური თეთრი 2017 (მესხური მწვანე, ახალციხური თეთრი, ჩიტისკვერცხა თეთრი, ჩიტისთვალა თეთრი, უდის თეთრი, ხარისთვალა თეთრი, ნათენაძის თეთრი). ყველა ქვევრის ღვინოა, ჭაჭაზე 6-8 თვიანი დავარგებით.

"საახალწლო 40%–იანი ფასდაკლება გვექნება მხოლოდ ბაზრობაზე.

სპეციალური შეთავაზება იქნება ჩემი სპირტიანი სასმელების და სხვადასხვა ექსტრაქტების დეგუსტაცია. ასევე ნატურალურ ხილის და მცენარეების ექსტრაქტზე დამზადებული ,,გლინტვეინი ნათენაძისგან", რომელიც გაყიდვაში მალე ჩაეშვება.

საქართველოში თითქმის 10 პროცენტს ვყიდი ჩემი ღვინოების, ამიტომ ვურჩევ ეს შანსი არ გაუშვან ხელიდან საახალწლო ბაზრობაზე... თანაც მესხური ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ხშირად არ გვეძლევა" - გიორგი ნათენაძე.

საქველმოქმედო კავშირი თემი - წარმოგიდგენთ თეთრ და წითელ ღვინოებს, ბიო ვენახებიდან: საფერავი 2013-2014 წლის, რქაწითელი 2014-2016 წლის. ექნებათ სხვადასხვა შემოთავაზება. საახალწლოდ მუდმივ მომხმარებელს და მათ, ვინც პირველად შეიძლება დააგემოვნოს თემის ღვინო, ურჩევენ შეიძინონ ხარისხიანი და ჯანმრთელი ღვინო.

შატო ნეკრესი 17 სახეობის ღვინით წარსდგება ღვინის საახალწლო ბაზრობაზე: ხვანჭკარა, ალაზნის ველი თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო, ალაზნის ველი წითელი ნახევრადტკბილი ღვინო, ქინძმარაული, ქინძმარაული დურუჯი, მუკუზანი, წინანდალი, საფერავი, საფერავი სანავარდო, ფიროსმანი, წითელი ნახევრად მშრალი სუფრის ღვინო, ახაშენი, რქაწითელი.

სტუმრებისთვის სპეციალური შეთავაზებაც აქვთ რამდენიმე დასახელების ღვინოზე - 3 ბოთლის შეძენის შემთხვევაში მეოთხე ბოთლი საჩუქრად გადაეცემათ.

"დასაბამიდან დღემდე სიყვარული და სილამაზე იყო ჩვენი ცივილიზაციის საფარი. ღვინო კულტურისა და ცივილიზაციის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტია. შატო ნეკრესმა მეღვინეობის სამყაროში ფეხი შედგა თანამედროვეობისა და ტრადიციების ურთიერთშერწყმით. ყველა ღვინის მოყვარულს შეუძლია ჩვენს მიერ წარმოებული ქვევრისა თუ ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებული, უმაღლესი ხარისხის ღვინის გასინჯვისას განიცადოს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს თბილი გულის ემოციები, “ბოთლში მოქცეული ემოციები”- შატო ნეკრესი.

Cheese Corner / ყველის კუთხეს საახალწლო ბაზრობაზე 20 დასახელების ყველი ექნება წარმოდგენილი. შემოგვთავაზებენ დაფებს ყველის ასორტით, რაც საინტერესოა როგორც საოჯახო მომხმარებლისთვის, ასევე სხვადასხვა ღვინის ბარისთვის. „მომხმარებელს ვურჩევთ, რომ იარონ ჩვენთან და შეიძინონ 100%-იანი ნატურალური პროდუქტი“- Cheese Corner / ყველის კუთხე.

საახალწლო ბაზრობაზე ბაიას ღვინოს ქვევრის ცოლიკოურის, ციცქა-ცოლიკოური-კრახუნასა და ოცხანური საფერე გაიყიდება.ზურაბ ღვალაძის მარანი კი დაგახვედრებთ: ცოლიკოურს და ციცქა-ცოლიკოურს. საახალწლოდ ექნებათ ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებაც. "მომხმარებელს ვურჩევთ, შემოუერთდნენ ამ არაჩვეულებრივ საახალწლო ბაზრობას და ახალ წელს სხვადასხვა რჩეული ღვინით შეხვდნენ. ვინც პირველად დააგემოვნებს ჩვენ ღვინოს, შეიგრძნობს იმერული ღვინის არომატსა და სურნელს“ - ბაია აბულაძე.

© საქართველოს ღვინის კლუბი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული