Home
ქართული | English
ივლისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის თაღლითებმა პენსიონერებს მილიონობით დოლარი მოპარეს

ლონდონის სასამართლოში ღვინის თაღლითთა კიდევ ერთი საქმე განიხილება – სამმა თაღლითმა 4,5 მილიონი გირვანქა სტერლინგით აზარალა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც პენსიონერები არიან. სასამართლოს წინაშე წარდგნენ 38 წლის დენიელ სნელინგი, მისი და 35 წლის დინა და მათი ნათესავი 42 წლის რებეკა მაკდონალდი. მათ დასაწყისისათვის ჩამოაყალიბეს კომპანია Nouveau World Winesდა კლიენტებს ღვინის სფეროში ფულის დაბანდებას სთავაზობდნენ. თითო ინვესტორისაგან საშუალოდ ათას გირვანქა სტერლინგს იღებდნენ, თუმცა, რეალურად არც ერთ ბოთლ ღვინოს არ ყიდულობდნენ.  თაღლითები კლიენტებს არწმუნებდნენ, რომ მათი ღვინოები რამდენიმე წლით შეინახება ავსტრალიის მარნებში, რათა უკეთ დაძველდეს და ფასიც მეტი დაედოს, ცხადია, მოგებასაც მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებდნენ. მართალია, საბრალო პენსიონერებმა 39 ათასი ბოთლის საყიდელი ფული გადაიხადეს, მაგრამ კომპანია Nouveau World Wines-ს მფლობელებმა რეალურად მხოლოდ 11, 349 ბოთლი ღვინო შეიძინეს. როცა კლიენტები მიხვდნენ, რომ მათი ბიზნესი დიდად არ ყვაოდა, კომპანიონებს პასუხი მოსთხოვეს, მათ კი თავს იოლად უშველეს –კომპანია Nouveau World Winesგააუქმეს და ახალი ფირმა Finbow Winesდააარსეს. როგორც სასამართლოში აღნიშნეს, თაღლითები უკვე მესამე კომპანიის დასაარსებლად ემზადებოდნენ, მაგრამ პოლიციამ მიუსწრო და დამნაშავეები დროულად დააპატიმრა.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული