Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აღმოჩენილია მსოფლიოში ყველაზე ძველი ალკოჰოლური საფუვრები

ეკვადორელმა მეცნიერებმა მსოფლიოში უძველეს ალკოჰოლურ საფუვრებს მიაკვლიეს, რომელთა ასაკიც 1 300 წელს აჭარბებს. როგორც ამბობენ, ეს მიკროორგანიზმები მეცნიერებისთვის უცნობ სრულიად ახალ სახეობებს წარმოადგენს. უნიკალური აღმოჩენა ეკუთვნის ეკვადორის კათოლიკური უნივერსიტეტის სწავლულს, ბიოლოგ ჯავიერ კალვაჯარ ბარიგას, რომელმაც უძველეს ფერმენტები 30 წლის წინ ნაპოვნ ალკოჰოლური სასმლის დასაყენებელ თიხის ჭურჭელში აღმოაჩინა. მეცნიერების ვარაუდით, ამ ჭურჭელს ჩვენი წელთაღრიცხვის 200-დან 800 წლამდე ინდიელთა ის ტომები იყენებდნენ, რომლებიც თანამედროვე ეკვადორის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ალკოჰოლური სასმელი სიმინდისგან მზადდებოდა და “ჩიჩა” ეწოდებოდა. დოქტორმა ბარიგამ უძველესი საფუვრები თავის ლაბორატორიაში აღადგინა. მეცნიერის განცხადებით, მან რამდენიმე სახის საფუვრის გამოყოფა შეძლო, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ თანამედროვე ღვინის წარმოებაში არცერთი მათგანი აღარ მონაწილეობს. თიხის ჭურჭელი, რომელშიც ეს მიკროორგანიზმები აღმოჩნდა, მშენებლებმა 1980 წელს, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში შენობის საძირკვლის გათხრისას აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა არქეოლოგებმა კი 10 სამარხი იპოვნეს, სადაც ცხედრებს საკვები და ღვინოც ჰქონდათ ჩატანებული - ძველ ინდიელთა რწმენით, მიცვალებულებს ჭამა-სმა იმქვეყნიურ სამყაროშიც სჭირდებოდათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული