Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ცხელი სალათა ბოსტნეულით

საჭირო მასალა: 1 ს.კ. მცენარეული ზეთი, 1 ჩ.კ. დაკეპილი ნიორი, 1 ჩ.კ. გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი, მწვანე ხახვის რამდენიმე ფოჩი, 300-400 გ ქათმის ან ინდაურის ხორცი, 1 მოზრდილი სტაფილო, 1 ფინჯანი ნედლი მწვანე მუხუდო, 1 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა, ნახევარი მჟავე ვაშლი, შავი პილპილი.
საკმაზისათვის: 1 ს.კ. სოიას სოუსი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ. ძმარი, 1 ჩ.კ. ჩილის ტკბილ-ცხარე სოუსი.
მომზადება: შევურიოთ სოუსის ინგრედიენტები. ხორცისაგან მოვამზადოთ ფარში, გავუწყოთ მარილი და პილპილი. წიწაკა და ვაშლი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და მოვშუშოთ ნიორი, ჯანჯაფილი და მწვანე ხახვი. დავამატოთ ფარში და ვშუშოთ ხორცის მომზადებამდე. დავამატოთ დანარჩენი ბოსტნეული, საკმაზი და 1-2 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. სალათას გავუწყოთ მარილი და პილპილი.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123