Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Romanee-Conti-ს მორიგი რეკორდი

ელიტურმა ბურგუნდიულმა ღვინომ ახალი რეკორდი დაამყარა. ჰონკონგში გამართულ აუქციონზე 1990 წლის მოსავლის ერთი კეისი (12 ბოთლი) Romanee-Conti  297,4 ათას დოლარად გაიყიდა. ღვინო ანონიმმა ჰონკონგელმა კოლექციონერმა შეიძინა, რომელიც აუქციონში მონაწილეობას ტელეფონის საშუალებით იღებდა. აუქციონი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში სულ 400 ადამიანი მონაწილეობდა და მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 11 მილიონი დოლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ეკონომიკური კრიზისის ახალ ტალღას წინასწარმეტყველებენ, ბურგუნდიულ ღვინოზე მოთხოვნა ჩინეთის ბაზარზე მუდმივად იზრდება. ამ აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე, 8 სექტემბერს, ლონდონში გამართულ Bonhams-ის აუქციონზე ერთი კეისი იმავე წლის მოსავლის Romanee-Conti201,9 ათას დოლარად, ივლისში კი იმავე ღვინის 1988 წლის მოსავლის ერთი კეისი 119,3 ათას დოლარად გაიყიდა. ა.წ. მაისში ჟენევაში გამართულ აუქციონზე 1945 წლის  ჩამოსხმის Romanee-Conti123,9 ათას დოლარად შეიძინეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული