Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

სულგუნი

მასალა: 1 ან 2 თავი ჭყინტი ყველი

საშუალო ცეცხლზე შემოვდგათ წყალი ალუმინის ქვაბით და გავაცხელოთ. სიგრძეზე დავთალოთ ჭყინტი ყველი და ეს ნაჭრები ჩავუშვათ ცხელ წყალში. დაახლოებით 2 წუთში ყველი დნობას დაიწყებს. ეს წელვადი მასა ხის კოვზით ან პატარა ჩოგანით ქვაბის კიდეში მოვაგროვოთ და განიერ ჯამზე გადავიტანოთ. შემდგომ ხელით ავაგუნდავოთ, გამოვწუროთ სითხისაგან და სასურველი ფორმის მარილმოყრილ ჭურჭელში მოვათავსოთ. თუ მომეტებულად მარილიანი სულგუნი გვჭირდება, მაშინ ჩვენს მიერ მომზადებული თავი ყველი 3-4 საათის შემდეგ მოვათავსოთ მარილწყალში. ფენებიანი სულგუნის დასამზადებლად წინა ეტაპი უნდა გამოვტოვოთ. ზემოთაღნიშნულის ნაცვლად, განიერ ჯამზე გადატანილი ყველის ცხელი მასა კოვზითვე გავაბრტყელოთ და კიდეები ცენტრისკენ გადმოვუკეცოთ. ეს პროცედურა გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ, სანამ ყველის მასა არ შეგრილდება და ელასტიურობას დაკარგავს; შევკრათ ბურთივით და მიღებული სულგუნი პირქვე ჩავდოთ სასურველი ზომის მარილმოყრილ ემალირებულ ან შუშის ჭურჭელში. სასურველია ყველი 12 საათის განმავლობაში არ გაიჭრას.
 
© tos-ka

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234