Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Megavino 2011

ბრიუსელში ყოველწლიურად ტარდება ღვინის გამოფენა–ბაზრობა Megavino, რომელზეც ბენილუქსის ქვეყნების ალკოჰოლის ექსპერტები და, უბრალოდ, მოყვარულები იყრიან თავს. დაგეგმილია 50-ზე მეტი დეგუსტაციის, მასტერ-კლასების, სხვადასხვა გასართობი თუ კულტურული ღონისძიების ჩატარება.  გამოფენა-ბაზრობის ვიზიტორებს შესასვლელშივე ურიგებენ ღვინის ბოკლებს, დეგუსტაციის შემდეგ კი მოწონებული ღვინის ადგილზევე შეძენაა შესაძლებელი. წელს ბრიუსელის გამოფენა-ბაზრობა, რომელიც რიგით მეცამეტეა, 21-24 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 28 ქვეყნის 300 მწარმოებელი მიიღებს. საერთო ჯამში, გამოფენის სტუმრებს ათი ათასზე მეტი სახეობის ღვინოს შესთავაზებენ. Megavino-ს მონაწილე ქვეყნებს შორის სახელდება: იტალია, საფრანგეთი, აშშ (კერძოდ კალიფორნია), ესპანეთი, ჩეხეთი, გერმანია, ჩილე, ავსტრია, ბულგარეთი, არგენტინა, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და სხვ. გამოფენაზე წელს პირველად გაიტანენ ღვინოს ბრაზილია და მექსიკა.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული