Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი ნატურალისტი მეღვინეები პარიზის დეგუსტაციებზე

ცნობილი ფრანგი ნატურალისტი მეღვინე, ტიერი პუზლა (Thierry Puzelat) მარტის დასაწყისში საფრანგეთის დედაქალაქში ორ მნიშვნელოვან დეგუსტაციას გაუძღვება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ნატურალისტი მეღვინეები. ტიერი პუზლა ქართული ღვინის ქომაგია და დიდ პატივს სცემს საქართველოს მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს. ის ერთ-ერთი მთავარი გმირია ფრანგი დოკუმენტალისტის, ფილიპ განიეს ფილმისა, „ღვინის სათავეებთან“, რომელიც საქართველოს მეღვინეობის რვაათასწლოვან ისტორიას ეხება.

8 მარტს პარიზში,  ნატურალისტური ღვინის დიდ მაღაზიაში - La Cave, გაიმართება საჯარო დეგუსტაცია, ხოლო  9 მარტს - რესტორან Chateaubriand-ში - დახურული ღონისძიება სპეციალური სტუმრებისთვის - სომელიეების, რესტორნების მფლობელებისა და ღვინის ბლოგერებისათვის. ღონისძიებებს გააშუქებს საფრანგეთის ტელე- და ბეჭდვითი მედია. დეგუსტაციებზე წარმოდგენილი იქნება ნატურალისტური ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან (ვენეცია, ტოსკანა, სლოვენია, კატალონია, საქართველო, ლუარა,  შამპანი და სხვ.)  საქართველოს დეგუსტაციაზე წარმოადგენს ორი კომპანია - „ოქროღვინო“ და „ხოხბის ცრემლები“. 

კომპანია „ხოხბის ცრემლები“ უკანასკნელი თვეების მანძილზე არაერთი საერთაშორისო გამოცემის (New York Times, Forbes, Bloomberg Business და სხვ.) განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსში მოექცა. „ოქროღვინოსთვისაც“  2015 წელი აქტიურად დაიწყო. იანვრის თვეში კომპანია მონაწილეობდა ნატურალისტური ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე - La Dive Bouteille (საფრანგეთი, სომიური), ამჯერად კი - პარიზის ნატურალისტური ღვინის უმნიშვნელოვანეს ცენტრებს სტუმრობს. სხვადასხვა  დროს მონაწილეობდა ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებში, როგორებიცაა - ViVit VinItaly (იტალია), Real Wine Fair (ინგლისი). 

La Cave-ისა და  Chateaubriand-ის დეგუსტაციებზე „ოქროღვინო“ წელს მეორედ მიიღებს მონაწილეობას. კომპანია ამჯერადაც ქვევრის ღვინოების საკმაოდ მრავალფეროვან  სპექტრს წარმოადგენს -  2010 და 2013 წლების  ქვევრში დავარგებულ  რქაწითელსა და მწვანეს, ბუდეშურისებრ საფერავს (2013) და თავის პირველ ნატურალისტურ ცქრიალა ღვინოებს - რქაწითელსა და მწვანეს (2014).

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული