Home
ქართული | English
თებერვალი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Judgment of Kingston უკრაინელ მეღვინეებს ეპატიჟება

ყველასთვის ცნობილია ის ამბავი, რომ საზღვარგარეთ ფესტივსალებს, კონკურსებსა და გამოფენებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინისა და ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით. Judgment of KIngston არის არაკომერციული, მოხალისეების მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომელიც მოიცავს ღვინის აუქციონს, შემოსავალი კი ადგილობრივ და რეგიონალურ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან გადის. ამჯერად Kingston უკრაინელ მეღვინეებს იწვევს, რათა მათმა ღვინოებმა 2023 წლის აუქციონზე მონაწილეობა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ამისთვის გარკვეული რაოდენობის ღვინის შეტანაა საჭირო, როგორც odessa Journal-ის სტატიიდან ვკითხულობთ, ეს დაახლოებით 24 ბოთლი შარდონეა.

Judgment of KIngston-ის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა საშუალებას იძლევა, უკრაინული ღვინო ახალ ბაზარზე გავიდეს, უკრაინელი მეღვინეები კი გაეცნონ კანადელ აუდიტორიას, ადგილობრივ მედიასა და კონკურსის მსაჯებს. კონკურსზე თქვენ კანადის საუკეთესო ღვინის მსაჯებს, სომელიეებსა და კრიტიკოსებს შეხვდებით. 

Judgment of Kingsrton-ზე ღვინოების ბრმა დეგუსტაციასთან ერთად იმართება “ჩუმი აუქციონი”. შარშან პინო ნუარის ბრმა დეგუსტაცია გაიმართა პრინც ედუარდის ოლქიდან და ბრიტანეთიდან. Rosehall Run Vineyard-ის ღვინოები სადეგუსტაციოდ იყო იქ დამსწრე საზოგადოებისთვის. ღვინოების გასინჯვისა და შეფასების შემდეგ, სამმა ჟურის წევრმა, ტორონტოს სომეილე რენე სფერაზამ და ლეა სპუნერმა, ასევე კინგსტონს მსაჯმა იან ნიკოლასმა Harwood Estate Vineyard 2018 გამარჯვებულად გამოავლინა. მეორე ადგილი მისცეს Hubb’s Greek 2017 Pinot noir-ს, ხოლო მესამე კი Unsworth’s Pinot Noir 2019-ს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქმედებების შედეგი ძალიან მძაფრად აისახა უკრაინულ მეღვინეობასა და მევენახეობაზე. განადგურდა ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორის - Bureau Vin-ის საწყობი. დაზარალდა უკრაინული ღვინის წამყვანი რეგიონიც ქვეყნის სამხრეთით, შავი ზღვის სანაპიროზე. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დიდი ზარალისა უკრაინელმა მეღვინეებმა მოახერხეს ასოციაციის შექმნა, რათა დააკავშირონ მსოფლიო უკრაინელ მეღვინეებთან, რომელთაც ესაჭიროებათ ცისტერნები, კასრები, ბოთლები და ა.შ. 

უკრაინაში გაშენებულია რისლინგი და საფერავი, ასევე მუსკატი ოტონელი, ცვაიგელტი და ა.შ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.