Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წყალი სომელიესგან

სომელიეს მოვალეობაა რესტორანში შესულ სტუმარს სასურველი კერძისათვის შესაფერისი ღვინო შეარჩევინოს. მარტინ რიზმა კი, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარე რესტორან Ray's and Stark-ის მენეჯერია, გერმანიაში 3000 დოლარად ღირებული ერთკვირიანი კურსი გაიარა და წყლის სომელიეს სერთიფიკატი მიიღო. ამის შემდეგ მისტერ რიზმა ელიტური სასმელი წყლის ჩამოსხმა დაიყო, რომლის ერთი ბოთლიც 12 დოლარი ღირს. წყალს სომელიემ Beverly Hills 90H2O დაარქვა.  სასმელი სიერა-ნევადის მთებიდან ჩამოაქვთ და საგანგებო ტექნოლოგიის მეშვეობით მინერალებით ამდიდრებენ. “ყოველ წყალს განსაკუთრებული, დამახასიათებელი გემო აქვს, – განმარტავს მარტინ რიზი. – ბევრ ამერიკელს ჰგონია, რომ ყველა წყალი ერთნაირია. თუმცა, ცხადია, მე მათ არ ვეთანხმები. თითოეული წყალი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა.” Beverly Hills 90H2O -ს კი თავად მწარმებელი ახასიათებს როგორც უნიკალურ სასმელს, რომელიც დახვეწილ კერძებზე მისაყოლებლად და განსაკუთრებული შეხვედრებისათვის არის განკუთვნილი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული