Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Jim Beam Black-ის იუბილე

სასმელი Jim Beam Black ადამიანური საზომების მიხედვით ჯერ სულ პატარაა, ახლახან მას 8 წელი შეუსრულდა. თუმცაღა, კომპანია Beam Global Spirits&Wine-სათვის ეს პატარა მიზეზიც საკმარისი აღმოჩნდა ლატარიის გასათამაშებლად, რომელშიც 3 გამარჯვებულს 8 ათას დოლარს გადასცემენ, სწორედ იმდენს, რა წლოვანებისაცაა იუბილარი.

თამაშში მონაწილეობის მიღება ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: მომხმარებელი ვირტუალურ ცეცხლში წვავს ყველაფერს, რაც მას წარსულთნ აკავშირებს: ძველ ტანსაცმელს, აქსესუარებს, ჩვევებს და აზრებსაც კი. ბრენდი ყველა მომხმარებელს მოუწოდებს ამ ფორმით აღნიშნოს ზრდასრულობის ასაკი. ამავდროულად, მოთამაშე, თითოეულ დასაწვავად გამეტებულ ნივთზე, იღებს ქულებს, რომლებიც გათვალისწინებული იქნება ლატარიაში პრიზების გათამაშების დროს.
პროგრამა 15 ოქტომბერს დაიწყო და 8 კვირას გასტანს. შეჯიბრების თითოეული კვირა წარსულთან დამშვიდობების გარკვეულ თემასთანაა დაკავშირებული: "ჩემი ძველი სამსახური", "სადაც ადრე ვერთობოდი", სადაც უწინ ვცხოვრობდი", აგრეთვე "ნივთები, რომლებსაც ვერ ვიშორებ"... და ფსიქოლოგიური ემანსიპაცია ფასიან პრიზთან ერთად გარანტირებულია! იმის გათვალისწინებით, რომ გათამაშება ყოველ კვირას ეწყობა, მთელი პროექტის განმავლობაში ორგანიზატორები, საერთო ჯამში, 80 პრიზს გასცემენ.
მოთამაშეები, რომლებიც ონლაინ შეჯიბრების პირველ ეტაპზე მაქსიმალურ ქულებს დააგროვებენ, მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ გათამაშებაში, სადაც 3 გამარჯვებულს მთავარი პრიზი - თითოეულს 8000 ამერიკული დოლარი - გადაეცემა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული