Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

GWS ახალ ბაზრებზე გადის

GWS ახალ ბაზრებზე გადის. ახლახანს კომპანიამ უზბეკეთის ბაზარზე ჭაჭა გაიტანა, სექტემბრიდან კი ამერიკაში აპირებს შესვლას. კალიფორნიაში GWS-ის 10-მდე ღვინო გაიყიდება, ძირითადად, ნახევრადტკბილი პროდუქცია. საწყის ეტაპზე 15 ათას ბოთლს გააგზავნიან, შემდგომ მოლაპარაკებებს კი პირველი პარტიის გაყიდვების მიხედვით აწარმოებენ. დღეისათვის კომპანიის პროდუქცია 13 ბაზარზეა წარმოდგენილი. წლის ბოლომდე ექსპორტით მილიონნახევარი ბოთლის გაყიდვაა დაგეგმილი.
კომპანია GWS 1994 წელს დაარსდა. იგი ერთ-ერთი პირველი სააქციო საზოგადოება იყო საქართველოში, რომელმაც ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოება დაიწყო და ორ-სამ წელიწადში ამ სფეროს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა.  
2007 წლიდან GWS-ის აქციების 100% Pernod Ricard Group-მა შეიძინა. Pernod Ricard მსხვილი ფრანგული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ღვინისა და ალკოლჰოლური სასმელების ნომერ მეორე მწარმოებლად ითვლება.
დღესდღეობით კომპანიის საკუთრებაში 700 ჰექტარი ვენახია. მისსავე მფლობელობაშია თელავის ღვინის ქარხანა "აჩინებული," რომლის აქციებიც სრულად 2000 წელს შეისყიდა და ახალი, თანამედროვე იტალიური ხაზი დაამონტაჟა. ამჟამად დასარულს უახლოვდება გადაიარაღების პროცესი, რომელიც 27 სხვადასხვა სახეობის ღვინის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.    
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული