Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Forbes-ი საქართველოში მოგზაურობის შესახებ

რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს წამყვანი მედია გამოცემის, Forbes-ის ყურადღება კვლავ საქართველოსკენ მიემართა, როგორც ღვინისა და კერძის და მოგზაურებისთვის საინტერესო ქვეყანა. სტატიის (Why Georgia (the Country) Belongs on Your Travel Wish List) ავტორი, ან აბელი (Ann Abel), საქართველოში მოგზაურობის  შთაბეჭდილებებზე გვიყვება.

ავტორი წერს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, კერძები საუკეთესო და ბარაქიანია. ქართული სუფრა "დღესასწაულს" ნიშნავს. ქართველები ამბობენ, რომ "სტუმარი ღვთისაა", მათთვის სტუმართმოყვარეობა  ღირებულია და ეს სამზარეულოშიც აისახება.

ზოგ რესტორანში თეფშებს სართულებად ალაგებენ, რადგან მაგიდაზე ადგილი აღარ რჩება. ტრადიციული სტილის პურს თონეში აცხობენ. პომიდვრის და კიტრის სალათი, რომელიც ყველა კერძს ახლავს, უგემრიელესია. ყველა ცოცხალი ბოსტნეული არაჩვეულებრივია. ღვეზელები ყველით და ხორცით, ძეხვეული და კიდევ უამრავი რამ.

9 დღიანი მოგზაურობის დროს ერთი ცუდი კერძიც კი არ გაუსინჯავს. ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავს თბილისსა და სიღნაღში პოლიფონიასა და ხოხბის ცრემლებში სტუმრობას.

საქართველო ღვინის და სიყვარულის ქვეყანაა. და ეს სტუმართმოყვარეობაში ჩანს. ქვეყანა ღვინის სამშობლოა, სადაც მეღვინეობის 7000 წელზე მეტი ხნის ტრადიცია აქვთ.

აქ არის 500–ზე მეტი ჯიშის ვაზი, რომელიც მთელ ქვეყანაში მოჰყავთ. მეღვინეები ტრადიციულ ღვინოებს თიხის ჭურჭელში აყენებენ. ბევრია ნატურალური ან ორგანული ღვინო, უმეტესობა ძალიან გემრიელი. და ღვინის მრავალფეროვნება არ ჩამორჩება კერძების სიუხვეს.

სტატიაში კიდევ ბევრ დეტალს შეხვდებით, იგი მიმოიხილავს თბილისის და რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ კერებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული