Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრასის სუპი

ერთი კონა პრასი გაასუფთავეთ, თავები მთელი დატოვეთ, ღეროები რგოლებად დაჭერით, მწვანე ფოთლები – წვრილად. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ზეთი და დადგით ცეცხლზე. 5 ცალი წვრილი, მოგრძო სტაფილო გაასუფთავეთ, დაჭერით თხელ რგოლებად და ქვაბში ჩაამატეთ. გათალეთ 4-5 კარტოფილი, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაამატეთ ქვაბში და დაასხით 2 ლიტრი წყალი. 500 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო ანდა ბროკოლი (ბევრგან იყიდება) მოწალეთ, დაანაწევრეთ და წვნიანს დაუმატეთ. ბოსტნეული კარგად რომ დარბილდება, დაამატეთ 300 გრამი დაკეპილი ისპანახი და 50-50 გრამი სხვადასხვა მწვანილეული: ქინძი, ოხრახუში, ნიახური, ტარხუნა. შეგიძლიათ დაამატოთ 200 გრამი დაკონსერვებული მწვანე ბარდა და სოკო (დაკონსერვებული ან მარინადი). ბოლოს მარილით შეაზავეთ გემოვნების მიხედვით. სუფრაზე მიტანისას თითოეულ ულუფა წვნიანში შეგიძლიათ ჩადოთ შუაზე გაჭრილი მაგრად მოხარშული კვერცხი. ეს თქვენს მომზადებულ საჭმელს გააგემრიელებს და გაალამაზებს.

 
რჩევა #1
თუ გიყვართ, შეგიძლათ გამოიყენოთ Kკახური ზეთი. ის საჭმელს თავისებურ გემოს მისცემს.
 
რჩევა #2
ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი ცალკე ქვაბში მოწალეთ, თორემ თავიდან არცთუ სასიამოვნო სუნი აქვს და სხვა პროდუქტებსაც გადასცემს.
 
სუპერრჩევა: ყველაფერს შემოქმედებითად მიუდექით! იცოდეთ, რომ ყოველი ინგრედიენტის დამატება საჭმელს გემოს უცვლის. ასე რომ, ზემოთ წარმოდგენილი რეცეპტისათვის შემადგენელი კომპონენტების მიმატება-გამოკლებით თქვენ შეძლებთ ერთი კერძის მრავალნაირად მომზადებას!

© ვ. კიკილაშვილი/ა.ჭაბაშვილი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული