Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინოები და “თბილღვინოს” Amber-ები

2 წლის წინ „თბილღვინომ“ ახალი ხაზი ჩაუშვა წარმოებაში, Amber, რომელიც ერთგვარი ნაზავია ტრადიციული ქართული და კლასიკური მეთოდებისა. „თბილღვინოს“ ქვევრში დაყენებული ტრადიციული ქარვისფერი ღვინოებიც აქვს, თუმცა მათ გადაწყვიტეს შედარებით დაბალ საფასო სეგმენტში უჟანგავ ჭურჭელში დაყენებული ქარვისფერი ღვინოებიც ეწარმოებინათ.

როგორც ვიცით, ქარვისფერი ღვინის დაყენებისას, კლასიკური, ევროპული თეთრი ღვინისგან განსხვავებით, ყურძნის კანი წვენთან კონტაქტში რამდენიმე დღის ან ზოგ შემთხვევაში, თვეების განმავლობაშიც რჩება. ტრადიციული მეთოდი აუცილებლად გულისხმობს ქვევრს, თუმცა არსებობს სხვა ჭურჭერლში დაყენებული ქარვისფერი ღვინოებიც. ერთ-ერთი ასეთია თბილღვინოს Amber, რომელიც იმავე ჯიშებიდან დაყენებულ ქვევრის ტრადიციულ ღვინოსთან შედარებით უფრო ხალისიანი და მსუბუქია, ხოლო ევროპული ღვინისგან კი მას მეტი ტანინები გამოარჩევს. Amber ღვინის ეს მახასიათებლები მისი დაყენების განსხვავებული მეთოდითაა განპირობებული.

მომწიფებული მტევნები იკრიფება ხელით. კლერტგაცლილი ყურძენი ნაზად იწურება და ალკოჰოლური დუღილი 10-12 დღის განმავლობაში უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში მიმდინარეობს. ფერმენტაცია ჭაჭაზე სრული დადუღებით ხდება +21-22 C ტემპერატურაზე. ამ სტილის ღვინოს ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით 5-6 თვის ნაცვლად ჭაჭასთან შეხება მხოლოდ თვენახევარი აქვს (თუმცა ტრადიციულ მეთოდში ჭაჭაზე დაყოვნება მეღვინეზეა დამოკიდებული და იქაც შეიძლება ღვინო 5-6 თვეზე მეტი ან გაცილებით ნაკლებ ხანს ვარგდებოდეს).

აღსანიშნავია, რომ "თბილღვინომ" 2020 წელს ქარვისფერი ღვინის, ამბერ რქაწითლისა და ამბერ ქისის წარმოება დაიწყო, რომლებიც მწიფე ტანინებით, ვაშლის ჩირისა და გამომშრალი ციტრუსების არომატებით ხასიათდება, ასევე ხანგრძილი და სურნელოვანი, სასიამოვნოდ დაბალანსებულ სიმჟავითა და სხეულიანი გემოებითაც გამოირჩევა. ლორენა ასენსიონი, Astor Wines-ის შესყიდვების მენეჯერი, ნიუ-იორკის ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მოვაჭრე თბილღვინოს ქარვისფერი ღვინის მიმართ გამძაფრებულ ინტერესს უსვამს ხაზს "მომხმარებლები ყოველდღიურად გამოხატავენ დიდ ინტერესს ქარვისფერი ღვინისადმი".

წარმოების პირველ წელს ამბერ რქაწითელმა International Wine Challange London 2021-ზე ვერცხლის ჯილდო მოიპოვა, ამბერ ქისი კი Decanter London 2021-ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 2022 წელს "დეკანტერის" კონკურსზე ამბერ ქისმა კვლავ დაიმსახურა ვერცხლი ჯილდო. კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრი აღნიშნავს, რომ "თბილღვინოს" ამბერ ღვინომ "ღვინის მოყვარული ადამიანების გულსა და გონებაში 2020 წლის ქარვისფერმა ღვინომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ".

ღვინისა და კერძის შეხამების მხრივ ამ სტილის ღვინო ქვევრის ღვინოებისთვის გათვლილ კერძებსაც მოიხდენს და ძლიერი, ხასიათიანი კლასიკური ღვინოების კერძებსაც. რეკომენდირებულია დაწყვილდეს ქათამთან და თევზთან. საინტერესო კომბინაცია გამოდის ღვინის ძეხვეულთან შეხამებით, ასევე სასურველია  გავსინჯავთ იგი მძაფრი არმონატის მქონე ყველთან, ზეთისხილთან და სოკოსთან ერთად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული